x
image
t.x.
როდის და რატომ ჩნდებიან გარდაცვლილი ადამიანები ფოტოსურათებზე

imageადამიანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს ძალიან დიდი ენერგეტიკული ძალა აქვს. ყველა სიტყვას თავისი აზრი გააჩნია და გარკვეულ ენერგეტიკას ატარებს. განსაკუთრებული ენერგეტიკის მატარებელია ფოტოსურათებიც. მათზე დაკვირვებით შესაძლებელია მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეტყობა.

ყოველ წარმოთქმულ სიტყვას თავისი ენერგეტიკა მოჰყვება. რაც მეტია ადამიანის ენერგეტიკული ფონი, მით მეტ ენერგიას ატარებს სიტყვა. ასეთ სიტყვას დიდი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია ადამიანზე. ბევრ ადამიანს ექსტრემალურ სიტუაციაში ენერგეტიკული ხაზი ეხსნება და წინასწარ იცის რაც მოუვა. ხშირად წინასწარმეტყველური მინიშნებები ფოტოსურათებზეც ჩნდება, ოღონდ ამ შემთხვევაში დაკვირვებული თვალი და მეხსიერებაა საჭირო.image
ფოტო ადამიანის ენერგეტიკული ასლია. მის დათვალიერებისას უამრავ შეუცნობელ ინფორმაციას ვიღებთ. ზოგჯერ ფოტო თვალით უხილავ სამყაროსაც აფიქსირებს. შეიძლება ერთ დღესაც დააკვირდეთ ფოტოს და მასზე ისეთი ადამიანი აღმოაჩინოთ, რომელიც სურათის გადაღებისას იქ არ იმყოფებოდა, ან საერთოდ გარდაცვლილი იყო. ეს მოვლენა დღემდე შეუსწავლელი და ამოუცნობია. არსებობს ასეთი ფაქტი, რომ სურათზე, რომელზეც 2 ქალი იყო გამოსახული, გამოჩნდა მათი გარდაცვლილი ნათესავი. ამ ქალებიდან ერთ-ერთი სულ მალე გარდაიცვალა. მეორემ კი დასაფლავების მერე, სურათზე შენიშნა, რომ გარდაცვლილი ნათესავი ისევ გამქრალიყო. ეს მინიშნება იყო, თუმცა ქალები ამას ვერ მიხვდნენ. ფოტო ნამდვილად ინახავს ადამიანის ენერგეტიკას და ზოგჯერ მასზე ისეთი რამ ჩნდება, რაც საშიშროებაზე მიგვანიშნებს. სურათი წინასწარ ზოგჯერ ცუდ, ზოგჯერ კი კარგ ამბავს გვიწინასწარმეტყველებს. ძლიერ ენერგეტიკულ ველს შეუძლია მატერიალიზება მოახდინოს და გარკვეული ფორმით აისახოს სურათზე. ერთ მეგობარს შეუძლია იგრძნოს მეორის გასაჭირი და აისახოს მის ფოტოზე, რითაც თავისებურად გააფრთხილოს ის.

1
419
9-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
419
  
2013, 2 თებერვალი, 1:35
ენერგეტიკული,ენერგეტიკული და კიდევ ენერგეტიკული,ტავტოლოგიაა ))
0 1 1