ადმინისტრაციული ლალი მოროშკინა 2500 ლარით დააჯარიმეს. 2013, 31 იანვარი, 9:34 მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 29 იანვარს განიხილა საქმე მოსამართლესთან კომუნიკაცის წესის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, "ინტერნიუსის" ცნობით დაჯარიმებული იქნა სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველი ლალი მაროშკინა 2500 ლარის ოდენობით, ამის მიზეზი სატელოფონო ზარი გახდა, რომლის დროსაც ლალი მოროშკინა კონკრეტული პირების მიმართ ამინისტიის დაჩქარებით განხორციელებას ითხოვდა. უზენაესი სასამართლოს დოკუმენტში აღნიშნულია:"საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, სასამართლომ საჯარო მოსამსახურე ლალი მაროშკინას მიერ მოსამართლესთან 2013 წლის 24 იანვარს 23.31 საათზე განხორციელებული სატელეფონო საუბარი (რომელიც შეეხებოდა კონკრეტული პირების მიმართ ამნისტიის აქტის დაჩქარებით განხორციელების მითითებას) ცნო მოსამართლესთან კომუნიკაციის წესის დარღვევად და შესაბამისად, საჯარო მოსამსახურე ლალი მაროშკინა დააჯარიმა 2500 ლარით, აქვე სასამართლომ ჯარიმის თანხის განსაზღვრისას გაითვალისწინა ლალი მაროშკინას მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება". 189 1-ს მოსწონს
|