ფერადი წარსული.
ბავშვობაში დაბრუნებას მხოლოდ იმ მიზეზით ვინდომებდი, რომ კიდევ ერთხელ მენახა ზამთრის ის ბედნიერი დღე, როცა დილით ჩემს ფანჯრებთან თოვლით ტოტებ ჩამოზნექილი ხეები იდგნენ განუძრევლად და ისევ, ლამაზად თოვდა მსხვილი თეთრი ფანტელებით, მაშინ ვფიქრობდი იმ წვრილ ტოტებზე ასეთი სქელი ფენა თოვლის დადება მხოლოდ ჯადოსნურ, უხილავ ძალას შეეძლო და ყოველთვის ოცნებებში მივფრინავდი მანამ ბებო არ წამომაგდებდა ლოგინიდან, ისიც იმიტომ რომ სკოლაში უნდა წავსულიყავი.
ჩემი სახლიდან სკოლამდე ასე 800 მეტრია და არ მახსოვს ისეთი დღე სკოლაში სულ სველი ფეხებით არ მივსულიყავი და მერე მასწავლებელს არ დავესვი ფეჩთან. ეს იმიტომ კი არა ბებო ცუდად მაცმევდა ან ჩექმა იყო დაზიანებული, ის იმიტომ რომ სულ უკველავში მიყვარდა სიარული და სადაც უფრო დიდი თოვლი დაედო ნამქერს იქით გავრბოდი. ხომ შემეძლო სამანქანე გზით წავსულიყავი და რამოდენიმე მეტრით მეტი გამევლო კარგად გაკვავლულ გზაზე, მაგრამ ეს რაღა გმირობა იქნებოდა.
სკოლის მერე ამოვიღებდით ჩანთაში დამალულ ცელოფნებს და დავეშვებოდით “გვიტიოურის” შეღმართზე, ვისაც ცელოფანი არ ქონდა პირდაპირ ჩანთაზე იჯდა და ხშირად წიგნებს გზაში ტოვებდა, მერე მიდიოდა მშობლების საყვედურები და ყურების ფხრეწა. სახლშიც რაღა თქმა უნდა სულ სველი ვბრუნდებოდი და ცხელ ფეჩთან შევექცეოდი სადილს.
მაშინ არ მესმოდა რატომ არ უყვარდათ თოვლი უფროსებს, უფრო სწორედ სულ იმას გაიძახოდნენ ნეტა არ მოთოვოსო და როცა თოვდა ნეტავ პატარა მოთოვოსო, მე კი ვოცნებობდი რაც შეილება დიდი მოეთოვა, დილით ხეებს გავხედავდი თუ არა უკვე ვიცოდი მუხლამდე იყო მუხლს ზევით თუ უფრო დიდი.
მაშინდელი თვალებით რომ კიდევ ერთხელ მანახა ეს ყველაფერი ძალინ კმაყოფილი ვიქნები, ეს ისეთი წარუშლელი კვალია ჩემს მეხსიერებაში, ისეთი სპეტაკი და სულ თეთრი რომ ვერაფრით დააუშნოვა ცხოვრების ორომტრიალმა და ვერაფრით დააბინძურა ამ ჭაობში მცურავმა წუთისოფელმა.
ასეთი დღეების სიდიადე მუდამ ცხოვრობენ ჩვენს გონებაში, ჩვენს მეხსიერებაში ტივტივებენ და გვიხმობენ უკან, გვიზიდავენ მაგიური ძალით თავისკენ რომ მოგვწყვიტონ რეალურ ამაზზრზენ ცხოვრებას, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია უკან მობრუნება, აღარ შეგვიძლია ბუნების ზღაპრული სილამაზე ისეთივედ აღვიქვათ როგორც ადრე ბავშობაში, რადგან ჩვენ თავად იმდენად დავშორდით სინამდვილეს რომ უკვე გამოგონილ ბუნებაში ვბანაობთ. უკვე უარი ვთქვით ადმინის მორალურ საწყისზე და ვაღიარეთ ეკონომიური მდგომარება მის საყისადაც და გამსაზღვრელადაც, ამიტომ მის მოპოვებაში ვათენებთ და ვაღამებთ, სადღა გვცალია ბავშობის ფანტაზიიებისთვის ან უმწიკვლობისთვის, ის ხომ ყველაზე იაფი ღირს დღეს.
მყვირალა აპრილივით აჭრელებული მასები დადიან ქაოსურად და ირევიან ერთმანეთში, ყველა გარბის სადღაც მიიჩქარის, ყველას თავის პრობლემები უმძიმებს კისერს და თავდახრილი მიუყვება ქუჩას, ყოველი მათგანი შინ ბრუნდება დაღლილ დაქანცული და ისე ესვენება ლოგინში საჭმელსაც ვერ მიირთმევს ნორმალურად. აქ აღარ არის ფიქრის და ფანტაზიის დრო, აქ ამ უსააწარმოო ქვეყანაში ყველა საქმიანი იერით დადის, ამ უმუშევრობაში ყველა სადღაც მიიჩქარის და ზოგჯერ მგონია ხალხი ბურუსშია გახვევუ;ლი და ერთმანეთს ვეღარ ხედავს, ან ხედავს მექანიკურად და ვეღარ აღიქვამს რომ ისიც ადამიანია, რომ იმასაც ცივ, ა შია და ჩაცმა უნდა. არ ვიცი რა ჭირს სხვებს, ის კი ცხადია რომ ჩემთვის აღარასოდეს გათენდება ისეთი დილა, როცა ფანჯრებთან თეთრი ხეები იდგებიან განუძრევლად, ტოტები იქნება თოვლის სქელი ფენით დაზნექილი და სრულ მდუმარებაში ითოვებს დიდი ფანტელებით უსასრულო ციდან.
ა.ვ.2009.წ.