გუშინ ტელეკომპანია "მაესტროში" შალვა რამიშვილმა უკანასკნელი გადაცემა წაიყვანა "სუბიექტურ აზრში", -"ეს არის ჩემო ბოლო ეთერი, "მაესტროში", ვტოვებ ამ ტელევიზიას კეთილგანწყობით ხელმძღვანელობისა და ჩემი კოლეგების მიმართ, უბრალოდ ალბათ ჩემი თავი ამ ტელევიზიაში ამოვწურე..."-განაცხადა შალვა რამიშვილმა, ბოლოს კი დასძინა: "ჩვენ ალბათ სხვაგან შევხვდებით"...იგი მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ერთ-ერთი მწვავე კრიტიკოსი და მოწინააღმდეგე იყო, შეგახსენებთ, ჟურნალისტი 2005 წელს დააპატიმრეს, ყოფილი დეპუტატ კობა ბექაურისაგან დიდი რაოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით.
რამიშვილი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ მას შანტაჟი მოუწყვეს.