x
image
ეთო-ეთო
კაცები უკეთ ხედავენ, ქალებს უკეთ ესმით

image



12 განმასხვავებელი ნიშანი

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქალები და მამაკაცები მოვლენებს სხვადასხვაგვარად აფასებენ და აღიქვამენ. რატომ ხდება ასე? აღმოჩნდა, რომ ყოველივე თვით ბუნებამ დააპროგრამა და განსაზღვრა.
მამაკაცისა და ქალის ტვინი სხვადასხვაგვარადაა მოწყობილი.
ისიც კარგად უწყის ყველამ, რომ ადამიანებს ამა თუ იმ მოვლენისა და ფაქტის ახსნა სხვადასხვაგვარად შეუძლიათ. მაგალითად აინშტაინს ძალიან მარტივად შეეძლო, რომ ფარდობითობის თეორია 7 წლის ბავშვისთვისაც კი გასაგებ ენაზე აეხსნა.

მაინც რა განმასხვავებელი თავისებურებები არსებობს ქალსა და მამაკაცს შორის?


1. ჰორმონები

ჰორმონების რაოდენობა, რომლებიც ადამიანის სექსუალურ ლტოლვასა და მოთხოვნილებას განსაზღვრავს, ჰიპოთალამუსის ერთ-ერთი უბნით რეგულირდება.
ბედის ირონია ისაა, რომ მამაკაცებს ეს უბანი ყველაზე დიდი 15-16 წლის ასაკში აქვთ, ქალებს კი - 50 წლის ასაკში, მაშინ როცა სექსზე თითქმის აღარც ფიქრობენ.


2. სმენა

სმენის ცენტრები, რომლებიც ხმის სიძლიერეს განსაზღვრავს, მამაკაცებს ნაკლები აქვთ. ამიტომ მათ სიამოვნებით შეუძლიათ უსმინონ უზომოდ ხმამაღალ მუსიკას, ქალებს კი - არა.


3. მხედველობა

მხედველობის ცენტრისკენ მიმავალი ნეირონები მამაკაცებში უფრო სწრაფად მუშაობენ. ამიტომ მამაკაცები გაცილებით სწრაფად აღიქვამენ და იაზრებენ იმას, რასაც ხედავენ, ვიდრე ქალები.


4. გაღიზიანებადობა

გაღიზიანებადობაზე პასუხისმგებელი უბნები შუბლის არეშია განთავსებული. მამაკაცები საჭიროების შემთხვევაში აქტიურად იწყებენ ამ უბნის მარჯვენა ნაწილის ამოქმედებას, რომლის წყალობითაც ისინი მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში არიან.
ქალები კი ასეთ დროს მარცხენა უბანს ამოქმედებენ, რომელიც მათ საშუალებას აძლევს შეეგუონ რეალობას და ყველაფერს სიფრთხილითა და ზომიერად მოეკიდონ.
სწორედ ამიტომაა, რომ ქალი ჯერ კარგად გაერკვევა სიტუაციაში და მხოლოდ ამის შემდეგ წავა კონფლიქტზე.


5. სექსუალური ინტერესი

ტვინში არსებობს მედიალური ბირთვები - ცენტრები, რომლებიც სექსუალური ინტერესის დონეს განსაზღვრავს.
რაც უფრო მოცულობითია ეს ცენტრები, მით უფრო მოგვწონს ფილმები და ნახატები, რომლებშიც შიშველი სხეული და ეროტიკა მოჩანს.
ალბათ ძნელი მისახვედრი არაა, რომ აღნიშნული ცენტრები მამაკაცს უფრო განვითარებული აქვს, ვიდრე ქალს.


6. წერა-კითხვის უნარი

წერა-კითხვის, ასევე საკუთარი ემოციების გადმოცემის უნარი ქალებს მამაკაცებზე მეტად აქვთ განვითარებული.
ეს უნარი ტვინის ორი სხვადასხვა ნაწილით კონტროლდება და ზომით ისინი ქალს უფრო დიდი აქვს, ვიდრე მამაკაცს.


7. ყნოსვა

გამოკვლევებით დამტკიცდა, რომ ყნოსვის რეცეპტორები, რომლებიც სუნის აღქმაზე აგებს პასუხს, მამაკაცებს 8-ჯერ ნაკლებაქტიური აქვთ, ვიდრე ქალებს.


8. აგრესიულობა

ტვინის ქერქის ქვეშ მოთავსებულია ბირთვები, რომლებიც აგრესიის მასტიმულირებელ ჰორმონებს გამოიმუშავებს.
როგორც ხვდებით, ქალებს ეს ბირთვები გაცილებით ცოტა აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. ამდენად ქალები ნაკლებად აგრესიულნი არიან.


9. მოძრაობის კოორდინაცია

მამაკაცის ტვინს ნაკლებად ძალუძს მოძრაობის კოორდინირება, ვიდრე ქალისას. ამიტომაც ისეთ სამუშაოზე, სადაც ზუსტი, დახვეწილი, თითქმის ავტომატური მოძრაობებია შესასრულებელი, სწორედ ქალებს ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე მამაკაცებს.


10. ჭკუასუსტობა

რაც უფრო მეტი ნერვული უჯრედია ტვინის ქერქში, მით ნაკლებია ჭკუასუსტობის ალბათობა.
როგორც წესი, მამაკაცებს აღნიშნული უჯრედები ქალებზე მეტი აქვთ.
თუმცა ყველაფერი შედარებითია.


11. ემოციები

მამაკაცებს ტვინის იმ უბანში, რომელიც ემოციებს არეგულირებს, გაცილებით ნაკლები რეცეპტორები აქვთ, ვიდრე ქალებს.
აი, რატომაა, რომ მამაკაცებს მელოდრამების ყურებისას გული ნაკლებად უჩუყდებათ.


12. რისკისადმი მიდრეკილება

ე. წ. იმპულსურობის რეგულატორები მამაკაცებს ქალებზე ნაკლები აქვთ, ამიტომ ისინი ადვილად მიდიან რისკზე და ხშირად ხვდებიან ექსტრემალურ სიტუაციებში.


9
243
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ეთო-ეთო
ეთო-ეთო
243
  
2013, 8 აპრილი, 9:13
ეგ პოლიოტიკური სლოგანი იყოოო:DDDD
2013, 5 აპრილი, 19:25
"მეტი სარგებელი ხალხს!" :D
2013, 5 აპრილი, 9:11
სად პოულობ ამ თემებს. სასარგებლო რაღაცეებს აძრობ
2013, 4 აპრილი, 18:51
ხო რავი რაც მე მანდ ვილაპარაკე რაღა დასკვნა მეთქი გამიკვირდა :)
2013, 4 აპრილი, 18:49
ასე ამბობენ :)
2013, 4 აპრილი, 16:35
დაგაკელი რამე კაი იყოო:DDD ესეიგი იუმორთან კარგად ვართ:D
2013, 3 აპრილი, 18:27
დასკვნა ის რო ქალები და კაცები სხვადასხვა რადიკალური პოლუსი ვართ და ძნელია ურთიერთგაგება :)
2013, 2 აპრილი, 15:33
დაგაკელი რამე? :)
2013, 2 აპრილი, 15:24
დასკვნა?
0 1 9