x
image
ტორნადო07
როგორ დავიპყროთ საყვარელი ადამიანის გული, როგორ შევარჩიოთ საჩუქარი
imageროგორ დავიპყროთ საყვარელი ადმაიანის გული? როგორ შევარჩიოთ საჩუქარი, რომ მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი დავიკავოთ? როგორ ავარჩიოთ საჩუქარი, რომელიც ჩვენს რჩეულს ერთდროულად გააკვირვებს და გაახარებს კიდეც? სუვენირების არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია და ახალგაზრდების უმეტესობა ბევრს არ ფიქრობს საჩუქრის არჩევისას. საბოლოო ჯამში გამოდის სტანდარტული ნაკრები: ყვავილები, შოკოლადი, რბილი სათამაშო... გოგონები კი თაყვანისმცემლებისაგან რაღაც განსაკუთრებულს, მოულოდნელს ელიან.


ქალი-ეს არის გასაოცარი, მიუწვდომელი და ყველამხრივ სასიამოვნო არსება, მაგრამ რა თქმა უნდა სწორედ თქვენი რჩეულია განსაკუთრებული. ის ყველას ჯობია, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მოამზადოთ საჩუქარი ისეთივე კარგი, როგორიც ისაა.


იმისათვის, რომ თქვენი რჩეულის სხვა თაყვანისმცემლების მასას გამოეყოთ, საჭიროა იმდენად ორიგინალური საჩუქარი გააკეთოთ, რომ მან გოგონას ყველა სხვა საჩუქარი დაავიწყოს.


გოგონები ძალიან განსხვავებულები არიან, ზოგს საოცრებების არ სჯერა, ზოგი კი მოწიფულ ასაკშიც კი თეთრ ცხენზე ამხედრებულ რაშს ელოდება. თვენი მიზანია გახდეთ ეს პრინცი. ამიტომ თუ თქვენ იპოვეთ განსაკუთრებული საჩუქარი შეეცადეთ ის განსაკუთრებულ სიტუაციაში მიართვათ. შეეცადეთ თქვენი რჩეულისათვის საზეიმო განწყობა შექმნათ, როდესაც ის აღტაცებული იქნება ამ საოცარი ატმოსფერით გადაეცით მას თქვენი ძღვენი. მაგალითად დაპატიჟეთ გოგონა მყუდრო რესტორანში, ნაზი განათებით სადაც წარმოიქმნება ინტიმური გარემო და შეგრძნება, რომ იქ მხოლოდ თქვენ ორნი ხართ. მნიშვნელოვანია ფრაზა, რასაც საჩუქრის გადაცემისას გააკეთებთ. მაგალითად, აჩუქეთ გოგონას ოქროს ვარდი სიტყვებით: ცოცხალი ვარდები მალე ჭკნება, ესეც ნამდვილი ვარდია, მაგრამ ის არ დაჭკნება სანამ ჩემი შენდამი სიყვარული იცოცხლებს.



ასეთი საჩუქარი ნამდვილად მოეწონება თქვენს რჩეულს, გარემო და ატმოსფერო კი ხაზს გაუსვამს თქვენი საჩუქრის განსხვავებულობას. ასეთი საჩუქარი მისთვის არამარტო არ უჩუქებიათ, მან არც კი იცოდა, რომ ასეთი საოცრება არსებობდა. ეხლა კი ის ამ საოცრების მფლობელია!!! ასე, რომ მნიშვნელოვანია გამოიცნოთ რა მოეწონება თქვენს რჩეულს ყველაზე მეტად და შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება.

0
157
2-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0