ქალი და მამაკაცი კომპლიმენტის ძალა და მსოფლიოს საუკეთესო კომპლიმენტების კრებული 2013, 28 იანვარი, 21:59 კომპლიმენტი ეს ნებისმიერ ქალთან და გოგონასთან ურთიერთობის აუცილებელი კომპონენტია. სწორი მიდგომისა და წარმატებული კომპლიმენტის შემთხვევაში შესაძლებელია ნებისმიერი ქალი თქვენს მიმართ დადებითად განაწყოთ.
ის, რომ ქალებს კომპლიმენტები უყვარს ყველამ იცის, მაგრამ მათ ყველა არ იყენებს. კომპლიმენტების მიმართ ქალების სისუსტე აიხსნება იმით, რომ მათ უყვართ, როდესაც მამაკაცი აღფრთოვანებულია მისი გარეგნობით, შინაგანი ბუნებით ან სხვა. მათთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა კომპლიმენტი, რომელიც მას ნამდვილ ქალად აგრძნობინებს თავს. უფრო წარმატები კი ის კომპლიმენტია, რომლითაც თქვენ ქალის იმ ღირსებას გაუსვამთ ხაზს, რომელშიც მას ეჭვი ეპარებოდა. სტატიაში მოვიყვან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელებულ კომპლიმენტებს. თუმცა გახსოვდეთ ეს მხოლოდ საბაზისო ფრაზებია, ყველა ქალი ხომ ინდივიდუალურია, შეეცათ მოიფიქროთ კომპლიმენტი, რომელიც კონკრეტულად იმ ქალს ეხება ვისაც ეუბნებით და გახსოვდეთ კომპლიმენტი ყოველთვის გულწრფელი უნდა იყოს. წარმატებებს გისურვებთ. მსოფლიოს საუკეთესო კომპლიმენტები: "ლამაზი ფეხები გაქვს"-ასეთი შექება მაგიურად მოქმედებს ბრიტანელ ქალბატონებზე. "ძალიან ლამაზად იცმევ"-საუკეთესო კომპლიმენტია ამერიკელების, ფრანგების, იტალიელებისა და ბრაზილიელებისათვის. "ლამაზი თმები გაქვს"-მოსწონს ესპანელებსა და გოგონებს სამხრეთ ამერიკიდან. "ძალიან ლამაზი კანი გაქვს!"-განმაიარაღებლად მოქმედებს გერმანელებსა და კანადელებზე. "ლამაზი ყურები გაქვს!"-საინტერესოა არა? თურმე ჰოლანდიელი და პორტუგალიელი ქალებისათვის ეს სასურველი კომპლიმენტია. "ლამაზი ტუჩები გაქვს"-საერთაშორისო ჰიტია. საუკეთესო კომპლიმენტები: 1)კარგია, რომ ასეთი მოკლე პაემანი გვაქვს-დღის განმავლობაში 20 წუთზე მეტი ბედნიერება საზიანოა ჯანმრთელობისათვის. 2)შენთვის შესაფერისი ყველა კომპლიმენტი, რომ ქაღალდზე ამობეჭდო მსოფლიო ტყის გარეშე დარჩება. 3)შენი თმების სურნელი მაგიჟებს. 4)შენს ფიგურას აუცილებლად უნდა შეურჩიოთ ძვირფასი რესტორანი, ლიმუზინი და დაცვა. 5)ზოგჯერ მეჩვენება, რომ შენი თვალები საოცარ ნათებას ასხივებს, ისინი ულამაზეს ბრილიანტებს მაგონებს მთვარის შუქში. 6)შენთან შედარებით ჯოკონდა ბაბა-იაგაა. 7)ერთი რამ მითხარი- გარეგნულად ჩანს, რომ შენი სიყვარულით ვიწვი? 8)მითხარი, რომ ეს ყველაფერი სიზმარი არაა. 9)შენი თვალები ვარსკვლავებივით ციმციმებს. 10)შეგიძლია არ გაიღიმო? ვხვდები, რომ ვგიჟდები ყოველ შენს გაღიმებაზე, თანდათან კანკალი მიპყრობს და შეძლება გონება დავკარგო. ხო მართლა იცი ხელოვნური სუნთქვის გაკეთება? 11)მე ბევრ ძალიან ლამაზ გოგონას ვიცნობ, მაგრამ შენი გაცნობა 2 წლით გადავდე, როგორც საუკეთესო ღვინოს ინახავენ ბოლოსთვის. 12)მე კონტროლს ვკარგავ, როდესაც იღიმები. თუ მოისურვებთ ნებისმიერ ქალს მხოლოდ მისთვის განკუთვნილს ასობით კომპლიმენტს ეტყვით და ამით დიდი სიამოვნებას მიანიჭებთ. ნუ შეგეშინდებათ კომპლიმენტების, აგრძნობინეთ ქალებს, რომ აღფრთოვანებული ხართ, აგრძნობინეთ, რომ განუმეორებლები არიან და ნახავთ რამდენად მშვენიერია ცხოვრება. P.S თუ ვინმეს, რომელიმე კომპლიმენტი არ მოგეწონათ ნუ დამძრახავთ, მე არ ვარ დამნაშავე, რომგამოკითხვამ ასე აჩვენა. 3769 4-ს მოსწონს
|