საზოგადოება კაცი, რომელსაც 24 თითი აქვს 2013, 24 იანვარი, 15:40 ![]() ![]() ერნანდესის თქმით, ერთ-ერთმა მოგზაურმა მასთან ფოტოს გადაღების სანაცვლოდ 10 დოლარი გადაუხადა, რაც დიდ წარმატებად ითვლება მის ქვეყანაში, რადგან აქ საშუალო ხელფასი თვეში 20 დოლარს შეადგენს. ![]() ოცდაოთხი თითის წყალობით, ჰარიდოს აქვს იმის საშუალება, რომ გამოიმუშაოს საარსებო თანხა, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ მას არ გააჩნია მუდმივი სამუშაო. ეს დაავადება ცნობილია როგორც polydactyly, მაგრამ იშვიათად არის რომ ასეთი სრულყოფილი ფორმით ჰქონდეს ვინმეს განვითარებული. ერნანდოს თქმით, როდესაც იგი წამოიზარდა, მიხვდა რომ ზედმეტი თითები მას დიდ პოპულარობას და შემოსავალს მოუტანდა. 24 თითის გამო ის დაცინვის საგანი არასოდეს გამხდარა, პირიქით ყველა დიდ აღფრთოვანებას გამოხატავს ხოლმე მისი ამ ნაკლის მიმართ. ერნანდესი ძალიან ბედნიერია, მას ყავს 10 წლის ვაჟი ქალისგან რომელთანაც იგი არ ცხოვრობს, ხოლო მისი ახალი მეგობარი გოგონა მისგან ბავშვს ელოდება. ![]() ![]() 174 12-ს მოსწონს
|