x
image
ციცი
Mediator image
კაცი, რომელსაც 24 თითი აქვს
image

გუანტანამოს პროვინციის მცხოვრები, კუბელი ერნანდოს ჰარიდო, ცნობილი არის იმით, რომ ხელებზე და ფეხებზე აქვს ექვს-ექვსი თითი. ნაცნობები მას ზედმეტსახელად "ოცდაოთხს" ეძახიან.

ერნანდოსი ძალიან ამაყობს თავისი ზედმეტი თითებით, რადგან მათი საშუალებით იგი ფულს შოულობს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ იგი პოზირებს ფოტოგრაფების წინაშე თავის პატარა პროვინციულ ქალაქში, რომელიც ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.image

ერნანდესის თქმით, ერთ-ერთმა მოგზაურმა მასთან ფოტოს გადაღების სანაცვლოდ 10 დოლარი გადაუხადა, რაც დიდ წარმატებად ითვლება მის ქვეყანაში, რადგან აქ საშუალო ხელფასი თვეში 20 დოლარს შეადგენს.image


ოცდაოთხი თითის წყალობით, ჰარიდოს აქვს იმის საშუალება, რომ გამოიმუშაოს საარსებო თანხა, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ მას არ გააჩნია მუდმივი სამუშაო. ეს დაავადება ცნობილია როგორც polydactyly, მაგრამ იშვიათად არის რომ ასეთი სრულყოფილი ფორმით ჰქონდეს ვინმეს განვითარებული.


ერნანდოს თქმით, როდესაც იგი წამოიზარდა, მიხვდა რომ ზედმეტი თითები მას დიდ პოპულარობას და შემოსავალს მოუტანდა. 24 თითის გამო ის დაცინვის საგანი არასოდეს გამხდარა, პირიქით ყველა დიდ აღფრთოვანებას გამოხატავს ხოლმე მისი ამ ნაკლის მიმართ.

ერნანდესი ძალიან ბედნიერია, მას ყავს 10 წლის ვაჟი ქალისგან რომელთანაც იგი არ ცხოვრობს, ხოლო მისი ახალი მეგობარი გოგონა მისგან ბავშვს ელოდება.imageimage

0
173
12-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0