ესე ზამთრის სევდიანი დღე 2013, 24 იანვარი, 2:05 მოვა ისევ ზამთარი და დემონებივით დადგებიან ქუჩებში შიშველი ხეები, დაიწყება ქარები და ჩემი შეშლილი ცხოვრებასავით შავ ტოტებში გაიჩხირება მთვარე. წამოვა ცივი წვიმა და ჩემი ცრემლების მსგავსად არ ექნება დასასრული, დასერავს მიწას როგორც ჩემს ნაადრევ ნაოჭებს ცრემლი და მის მორევში ჩაიძირება უფერო სხივები, უძალო, ენერგიისგან დაცლილი, ლურჯი სხივები. ჩემს წინ უდარდელად ივლის ყველასთვის ნაცნობი გიჟი ზურა და ყოველ გამვლელს, ყოველ წუთს კითხავს “ ათი საათია უკვე? მოვიდა ათი საათი?” გულს გაუწყალებს, გაუწვრილებს იქვე მდგარ ბოსტნეულის გამყიდველს სანამ მისი ქმარი არ დაიფრენს ლანძღვა გინებით. გრძელი ღაამეები გააწამებს უნუგეშოდ დარჩენილ გულს და ვიცი სიცივესავით ბასრი გრძნობა მაიძულებს ვიფიქრო საკუთარი სიცოცხლის მოსპობაზე, განადგურებაზე, გაქრობაზე. არის მომენტები როცა არ მინდა რაიმე შევიგრძნო, გავიგონო ან დავინახო, უბრალოდ მინდა ამ ყველაფერს, ამ სიყალბეს, სიცივეს და მოჩვენებით ილუზიებს დავაღწიო თავი, დავდგე მათ და უსასრულობას შორის. ჩვენ ადამიანები მუდამ ვმოძრაობთ სიკვდილსა და სიცოცხლის შორის, ამ ორ უსასრულობაში ჩვენ ყველაზე მეტად ჩვენი სასრული ბედი გვტანჯავს და ამავე დროს ძალიან გვეშინია ორივესი. არადა ვეღარც უძლებ ამ ორომტრიალს, ამ მოჩვენებიტ მიეთ_მოეთს, ამ საშინელ სიყალბეს და კარგად დამუშავებულ ნიღბების საუფლოს, სადაც ყოველ ნაბიჯზე გულის ტკივილია, გულის უხმო კვნესა და ვაებაა. გულში ხშირად ვიმეორებ ორი წლის წინ დაწერილ პატარა ლექს: 54 2-ს მოსწონს |
ხების ჩრდილში ყვავილებთან ეძინა სიკვდილს
გალობდა შაშვი და წყაროსთან ტიროდა ვიღაც
ასეთ ქაოსში, ენიგმაში ვის მოსთხოვ სინდის.”