რელიგია ბედისწერა თუ არჩევანის უფლება 2012, 17 აპრილი, 13:35 არის თუ არა წინასწარ განსაზღვრული ადამიანის ცხოვრების გზაა? ადამიანთა უმრავლესობაში არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ ადამიანს ვერ ძალუძს შეცვალოს თავისი ცხოვრება, რომ ღმერთმა მას რაც დააწერა ის უნდა მოხდეს... არის თუ არა ეს ასე?............. რას ამბობს ამის თაობაზე ბიბლია? "ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის ხატებად"(დაბადება 1:27)ანუ ჩვენ ადამიანებს გაგვაჩნია ისეთი თვისებები, როგორიცაა სიყვარული, სიბრძნე, გონიერება, სამართლიანობა და ყველაზე მთავარი არჩევანის უფლება.. სწორედ ეს თვისება, არჩევანის უფლება ანუ ნების თავისუფლება განასხვავებს ცხოველებისაგან. პირველი ადამიანური წყვილი ადამი და ევა არ შექმნილან რობოტების მსგავსად დაპროგრამებული, ან ინსტიქტების მქონე ცხოველების მსგავსად. ღმერთმა მათ მისცა არჩევანის გაკეთების უფლება, სიკეთისა და ბოროტების ხის ნაყოფთან დაკავშირებით.. ცვენ შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილება სხვადასხვა საკითხში. ცხოველებისაგან განსხვავებით, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ საკუთარი გადაწყვეტილებებისა. ომების და უბედური შემთხვევის მიზეზი არს ადამიანთა დაუდევრობის და გულუპრყვილობის ბრალი და არა ღმერთის ნება-სურვილი. უბედური შემთხვევების მიზეზად იესომ "დრო და ადგილი" დაასახელა. ბიბლიაში, ღმერთი სამართლიანად და სიყვარულითაა მოხსენიებული, ამიტომ სისასტიკე და უსამართლობა იქნებოდა მისი (ღმერთის) მხრიდან, ჩვენი ცხოვრების წინასწარ განსაზღვრა, ხოლო შემდეგ პასუხისგება ჩვენი ქმედებებისა. ის რომ ადამიანს შეუძლია თავის მომავლის შეცვლა ვგებულობთ ბიბლიიდან.. იესო და შემდგომ მისი მოწაფეები, მოუწოდებდნენ ადამიანებს მონანიების და მოქცევისკენ. ზტუ ადამიანს არ ძალუძს შეცვალოს თავისი მომავალი უკეთესობისკენ, მაშინ რა აზრი აქვს ბიბლიურ მოწოდებებს................................................................................... წინასწარ განსაზღვრის ერთ-ერთი სატყუარა ფორმაა ასტროლოგია... დღეს ბევრი ადამიანი მიმართავს ასყროლოგების პროგნოზებს და ყურად იღებს მათ რჩევას... ასტროლოგია ჩაისახა შორეულ წარსულში, ბაბილონში. მაშინდელ ვარსკვლავთმრიცხველებს მზის, მთვარისა და ვარსკვლავების მდებარეობის მიხედვით, თითქოს შეეძლოთ მომავლის განსაზღვრა. ორასი წლით ადრე, წინასწარმეტყველმა ესაიამ იწინასწარმეტყველა ბაბილონის დაცემა და თქვა, რომ ამ "ვარსკვლავთმრიცხველებს" საკუთარი თავის გადარჩენაც არ შეუძლიათ"(ესაია 47:13) წინასწარმეტყველ დანიელის ტყვეობისას ბაბილონში, ქალაქ ბაბილონის დაცემა მოხდა და მისმა ასტროლოგებმა ეს ვერ განსაზღვრეს წინასწარ(დანიელი 2:27)....................................................................... ყველაფერი აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩვენი მომავალი ჩვენსავე ხელშია. ჩვენ ადამიანებს გვაქვს ღმერთისგან ბოძებული ძღვენი, არჩევანის უფლება ანუ თავისუფალი ნების გამოხატვა. "სიკვდილი და სიცოცხლე დაგიდევი შენ წინ" კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რათა იოცხლო შენ და შენმა სახლეულმა"...... (მეორე რჯულის 30:19, 20) არჩევანი შენზეა, იცხოვრებ ღვთის მოსაწონი ცხოვრებით, თუ საკუთარი შეხედულებისამებრ!............................................... რწმენის ტაძარი. 2799 5-ს მოსწონს
|