საზოგადოება მოტაცება:):):) 2012, 7 აპრილი, 12:41 გინდა მძღოლი გავაგიჟოთ?_ჩასჩურჩულა გიომ ანუკის._როგორ?... ჩშშ...ოღონდ არ დაიბნე და ამყევი._კაი. გიომ თვალი ჩაუკრა, მერე სერიოზული სახე მიიღო და ხმამაღლა, მძღოლის გასაგონად თქვა:ანუკი, მისმინე, რაღაც უნდა გითხრა._ რა იყო?... არ ვიცი როგორ გამიგებ, შეიძლება ცუდად გამიგო, მაგრამ ესე გადავწყვიტე...._ მითხარი..._ უკვე ერთ წელზე მეტია ერთად ვართ და._ და?_ცოლად უნდა გამომყვე._რააა?!!_ უნდა მოგიტაცო._ გაგიჟდი??!!.._არა სერიოზულად გეუბნები, ახლავე ამ ტაქსით.. ანუკიმ სიცილი ვეღარ შეიკავა და თავი ჩაღუნა.. მძღოლი გაოცებული ისმენდა ამათ ლაპარაკს, თან სარკეში იყურებოდა დააბმეული თვალებით. გიო უცბათ გადაიხარა და 50 ლარიანი დაუდო მუხლებზე, ანუკის რომ არ დაენახა ისე._ კაი არ გინდა რა, მერვიულობას აზრი არააქვს, კარგად იქნება ყველაფერი._ჩემები რას იტყვიან?! ანუკიმ თავი ხელში აიყვანა და თამაში განაგრძო._შენ ტელეფონს გამორთავ, მე ბიჭები მყავს გაფრთხილებული, თუ რამეა დამირეკავენ, არაუშავს ინერვიულოს მამაშენმა ორი-სამი დღე._მომკლავს._ნუ სულელობ._და სად ვიქნებით ეს ორი_სამი დღე?_საგურამოში, ბიძაჩემის სახში გასაღები მაქვს. არავინ არ იქნება._არა მაინც მეშინია, ამას მაინც ვერ ვიფიქრებდი..._ ნუ გეშინია... ჩაეხუტა გიო. ხო ხედავ ტაქსისტიც კეთილი კაცი შეგვხვდა და გვეხმარება.... მძროლმა გაიღიმა.... _მგონი არ გამოგვივიდა ხოო? გიოს ყურთან მიიწია ანუკი.._გამოგვივიდა... კმაყოფილი სახით უპასუხა გიომ. ამ დროს ანუკიმ შენიშნა, რომ თავის სახლს უკვე გვარიანად გასცილებოდა._სად მივდივართ?_იკიტხა დაეჭვებულმა..მანქანა დიღმის ტრასას გასცდა და საგურამოსკენ გადაუხვია.. :))) 1020 9-ს მოსწონს
|