x
image
თეო_თეო
სექსი ქორწინებამდე თუ მკერდდაკოცნილი ქალწულები?
მოკლედ, მინდა ძალიან მნიშვნელოვან და აქტიურ თემას შევეხო, ის რაც დღეს Qართულ რეალობად იქცა. ეს ნაჯღაბნი ერთმა შემთხვევამ გამოიწვია, რომელსაც მართლა რომ შემთხვევით შევასწარი.. გოგონა, რომელიც მეგობარს უყვებოდა, საყვარელ ადამიანთან სექსი მქონდაო, ამბობდა, ვიცი რომ მასთან არასოდეს ვიქნები, თუმცა მირჩევნია სექსი საყვარელ ადამიანთან მქონდეა და ეს ავუხსნა შემდეგ ქმარს, ვიდრე ქალწულობა შევინარჩუნო და მკერდდაკოცნილი და ქალიშვილი ჩავბარდე ქმარს და ისიც მოვატყუო და საკუთარი თავიცო. სიმართლე გითხრათ შევხედე და გავიფიქრე, რომ ვეთანხმებოდი ადამიანს, რომელიც ამას ამბობდა. ამ სიტყვებმა ძალიან დამაფიქრა.. დღეს საქართველოში ბევრი "არა-პატიოსანი" ქალიშვილია. შეხედავ და იფიქრებ, ამას ცხვირწინ ბუზი არაფრენიაო და კაცმა არ იცის სინამდვილეში რა ცოდვა არ აქვს ჩადენილი.. მე რა უფლება მაქვს ვინმეს მსაჯული ვიყო, მაგრამ ძალიან დამაინტერესა ზოგადად ამ პრობლემის სათავემ. იქნებ ეს ყველაფერი ჩვენი "მამაკაცების" ბრალია?! რომლებიც ვითომდა ამტკიცებენ, რომ მათთვის მთავარი სიყვარულია და არა საქალწულე აპკი, თუმცა გულის სიღრმეში ზუსტად იციან, რომ "არ უნდათ სხვის მკლავზე ნაწოლი დიაცი" ცხოვრების თანამგზავრად. ბევრისგან გამიგია, იცი ეგ ქალიშვილი არაა და ადვილად შევაბავ, გამკეთებელს გავსო. იქნებ იმაზეც დავპიქრდეთ, რომ ის, რომელიც ქალიშვილი არაა შესაძლოა ბევრად უფრო პატიოსანი იყოს, ვიდრე ის, რომელიც ქალიიშვილია? მე ვთვლი საყვარელ ადამიანს, რომ ეკუთვნოდე, ( თუ რათქმა უნდ ამის სურვილი გაგიჩნდა) აუცილებელი არაა საქორწინო ბეჭედი და მენდელოსნის მარში. მთავარია სიყვარული და კიდევ ის, რომ მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე, ოღონდ შიბილწეში ნუ გადაგივათ. გახსოვდეს: მთავარი ქალწულობა არაა, მთავარია სულის სიწმინდე, რომელსაც თუ დაკარგავ ვეღარასოდეს ვერ დაიბრუნებ, რადგან მას კუზანოვი არ შველის:)....
44
10951
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თეო_თეო
თეო_თეო
10951
  
2017, 21 აპრილი, 20:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 14 სექტემბერი, 13:40
ძალიან სათუთი თემაა, ხალხო, ერთი ჩემი ახლობელი, წლების წინ, ,,გაკერილი" გათხოვდა და ეს ხახვივითაც შერჩა და სხვებისთვის მორალის კითხვაც არ ავიწყდებოდა ხოლმე ...და საზიზღრობაა ეს ყველაფერი! ამას ისევ სიმართლით და არაქალიშვილად გათხოვება ხომ სჯობდა ბევრად! მაგრამ მაინც სიწმინდეს და შეუბღალავ სიყვარულს, თანაც პირველს, ხომ არაფერი შეედრება? თანაც როგორც მეცნიერებმაც დაადგინეს ქალწულება და პირველი მამაკაცისაგან გაჩენილი შთამომავლობა ჯანსაღ გენეტიკას უყრის საფუძველს!
2016, 7 თებერვალი, 23:09
აჰა გაბოზდითო ხალხო ეს ჯობსო ეს რა ჭირი გვჭირს
2015, 22 აგვისტო, 12:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 22 აგვისტო, 12:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ნანუკა კაპანაძე-ის კომენტარზე
2015, 31 მაისი, 23:41
მემგონი შენ არაა :D
2015, 12 თებერვალი, 3:01
ამიტომ და იმიტომაც, თუ მოსწონთ ერთმანეთი, იცხოვრონ ერთად და მერე გადაწყვეტენ შეუღლდნენ თუ არა. ამ შემთხვევაში აღარ აქვს აზრი მანამდე რა იყო. რაც შეეხება გოგოს, რომელიც თავისი სულიერების გამო რჩება უბიწოდ ქორწინებამდე, პატივისცემას იმსახურებს.
2014, 10 მარტი, 17:57
გაიგეთ სიყვარული და სექსი ორი სხვადასხვა თემაა! სექსი ბუნებრივი მოთხოვნილებაა როგორც ძილი ჭამა და დალევა........რავქნათ ადამიანის ჰორმონები ესეა მოწყობილი....ქართველები ბრმები ხართ და გირჩევნიათ გაკერილი ქალიშვილი ჩაიბაროთ ვიდრე მას მოუსმინოთ და მაინც მებადება ერთი კითხვა შემთხვევით ხომ არ იცით მერამდენე საუკუნეშივართ:))
2013, 11 სექტემბერი, 21:53
ადრე ვფიქრობდი ეგრე ^^ ეხლა შემეცვალა აზრიი და ეგრე ვფიქროობ ზუსტაად
2013, 9 სექტემბერი, 11:08
თუ ცოლის თვალებით არ გესმის და მის გრძნობებს და სურვილებს ვერ ხვდები არც უნდა მოიყვანო ;)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10