საზოგადოება ყველას და არავის 2012, 2 აპრილი, 11:38 შენ, ვინც დაკომპლექსეული ხარ და გგონია, რომ ხალხთან ურთიერთობის დაწყების გამბედაობა არ გეყოფა და მხოლოდ კლავიატურით ხარ ძალიან მაგარი "როჟა", ძერსკი და ზეკომუნიკაბელური..... შენ, ვისაც არ გაქვს სიტყვების მარაგი ან/და განატლების მიღება არ გინდა და არ იცი რა თემაზე ისაუბრო საზოგადოებაში, ამიტომაც გარყვინოლბებზე, სექსზე საუბარს და ურთიერთობებს, მხოლოდ და მხოლოდ, მუშტი-კრივით არკვევ. შენ, ვინც ძალიან გასუქებული ხარ და გგონია აღარც აქვს აზრი რამე ახალი სცადო, მთელ მსოპლიოზე დაბოღმილი ხარ და აგრძელებ უაზრო ჭამას..... შენ, ვისაც მიზანიი არ გაქვს, არ იცი რა გიზიდავს და არც არაპერი გაინტერესებს ამ ცხოვრებაში-ატარებ დროს უაზრო დალევაში და დროსტარებაში.... შენ, ვინც ნამეტანი მორიდებული ხარ და გგონია, ხმის ამოღებისას რაიმე უაზრობას წამოროშავ, ყველა დაგცინებს და ამიტომაც ცდასაც არ აპირებ..... შენ, ვინც უყურებ "რომანტიკულ" სერიალებს, კითხულობ წიგნებს სიყვარულზე, სხვისი სასიყვარულო ისტორიებით ინტერესდები, ზიხარ სახში და ტირი, რომ შენ იგივე არასოდეს გაღირსება.... შენ ვისაც არ გაქვს ერთი ადგილის განძრევის და პატიოსნად ფულის შოვნის სურვილი, იბოღმები-"მას რატომ აქვს და მე არა" და ქურდობ....... შენ ვისაც იმ დონემდე გიყვარს ადამიანი, რომ ამოსუნთქვის საშვალებასაც არ აძლევ, გინდა მთლიანად შენი იყოს და მეგობრების ცალკე ნახვაზეც იჭედავ(როგორ გავიდა სადმე უჩემოდ)...... შენ ვინც უკვე 60 წელს გადაცილებული ხარ, გგონია ცხოვრებაში ყველაფერი გინახავს და ამის გამო შეგიძლია ჩაერიო ახალგაზრდების პირად საქმეებში, ჭკუა არიგო, გაკიცხო, გალანძღო და უხეშად ელეპარაკო..... მინდა მოგიწოდოთ.. "შეიყვარეთ მოყვასი თქვენი!" ახლა სერიოზულად;) გაუგეთ სხვას... ნუ საზღვრავთ სანყაროს მხოლოდ თქვენი თავიდან გამომდინარე, ერთხელ გაიფიქრეთ, აი მე როგორ მოვიქცეოდი ამ ადამიანის ადგილას?. ჯერ თქვენ თვითონ უნდა დააფასოთ საკუთარი თავი და შენდეგ უკვე სხვებიც დაგაფასებენ. თქვენ თუ არ გიყვართ თქვენი თავი სხვა როგორღა შეგიყვარებთ?. დადექით სარკესთან უთხარით საკუთარ თავს:რა კარგად გამოვიყურები დღეს! და სახლიდან ღიმილით გადით:). ნუ ჩამოყრით ფარხმალს და იზრუნეთ საკუთარ თავზე!... თუ გაქვთ შესაძლებლობა, ნუ გეშინიათ- გაანძრიეთ ხელ-ფეხი.... სხვა თქვენს მაგივრად, თქვენ საქმეს არასოდეს გააკეთებს........ ნუ გეშინიათ ადამიანების..... არც ერთი ჩვენგანი მეორეზე უკეთესი არ არის.... ყველა ადამიანი ვართ და ყველას მოგვდის შეცდომები...... გაიხედეთ გარეთ, დედამიწაზე უამრავი ადამიანია და იქნებ გარეთ თქვენთან სულ ახლოს, თქვენი ახალი მეგობარი გელოდებათ:) 28 3-ს მოსწონს
|