x
image
რედაქტორი
რჩევები ახალგაზრდა ქალს, რომელსაც სურს გახდეს დედა

imageთუ გადაწყვიტეთ იყოლიოთ ბავშვი, მაშინ უკვე საჭიროა იფიქროთ არა მარტო საკუთარ თავზე არამედ უწინარეს ყოვლისა პატარა არსებაზე, რომელიც ქვეყანას უნდა მოევლინოს. აუცილებელი პირობაა: არც ქალმა და არც მამაკაცმა არ უნდა გამოიყენოს სპირტიანი სასმელები ქორწინების პირველი ღამის წინ, აგრეთვე მაშინ, როცა ფიქრობენ ბავშვის ჩასახვაზე. მაგრამ აი, უკვე ქალმა იგრძნო, რომ იგი უკვე ფეხმძიმედაა. არ არის საჭირო განსაკუთრებით შეცვლა ამ სასიხარულო ცნობასთან დაკავშირებით საკუთარი ცხოვრების რიტმისა. იმუშავეთ, ბევრი იმოძრავეთ, გასაკუთრების სასარგებლოა მსუბუქი სამუშაოები, სეირნობა სუფთა ჰაერზე. არ ასწიოთ არაფერი მძიმე, არ ირბინოთ, თქვენს მომავალ ბავშვს არ უყვარს კონტრასტები. აქედან გამომდინარე, მოერიდეთ ბანაობას, ცივ ან ძალიან ცხელ წყალში.

ფილოსოფიური სიმშვიდით უცქირეთ ცხოვრებას, მიაჩვიეთ თავი არ ინერვიულოთ წვრილმანების გულისათვის. არ დაუშვათ ჩხუბი, კონფლიქტი. ბევრს აღელვებს საკითხი: რა შეიძლება და რა არ უნდა ჭამოს. თქვენი ძირითადი ჩვევები არ შეცვალოთ. მაგრამ თუ აქამდე გიყვარდათ ბევრი ცხარეს, მარიალიანის, ტკბილის გამოყენება, მაშინ, ბუნებრიავია, შეზღუდეთ თქვენი სურვილები. შეეცადეთ ჭამოთ ბევრი ხილი, ბოსტნეული, ყველი, ფაფა. უფრო ნაკლები ხორცი და უფრო მეტი თევზი, ნაკლები შაქარი და ცხიმები, ახალი მწვანილი, კენკრა.

თუ თქვენი ორსულობა ძირითადად ზამთარს დაემთხვა, ვიტამინების, მიკროელემენტების უკმარისობა გააწონასწორეთ ასკილის, ზოგიერათი ბალახის ნახარშით, კომპოტებით, დამწნილებული და ახალი კომბოსტოთი, ჭარხლით, სტაფილოთი, ხახვით. თვალყური ადევნეთ თქვენს წონას. იგი არ უნდა გაიზარდოს მეტად, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ნორმით(საშვილოსნოს მასის გაზრდა, სანაყოფე წყლები, თავად ბავშვის ზრდა). დიდი წონა შეამცირებს თქვენს მოძრაობას.

ზოგიერთ ახალგაზრდა ქალს მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე უჩნდება შიში, ერღვევა ძილი. საღამოს გასეირნება, ნახევარი ჭიქა ბალახების ნახარში პიტნით მოხსნის უსიამოვნო შეგრძნებებს.

0
134
3-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0