ვიცი ამაღ
ამ შენზე ფიქრში ჩამთვლემს გადაღლილს და უეჭველად დამესიზმრები. ვარსკვლავებივით იციმციმებს ოქროს სხივები შენს შავ თვალებში და მშვენიერი თეთრი სახე იბრწყინებს ბნელში.თბილი ხელები, ბროლის თითებით ჩემს მკერდს დაივლის და ჟრუანტელი გადაყლაპავს გატრუნულ სხეულს, აღარ მექნება აღარც შიში, აღარც ტკივილი და აღარც ფიქრი სევდით აღსავსე. მხოლოდ შენს მკლავებს ჩავიხუტებ და მოგეხვევი, ასე დავრჩები ნახატივით ერთ ადგილზე გაქვავებული, მარტო გუგუნი სიყვარულით აღსავსე გულის გასცდება საზღვარს, გასცდება სხეულს და გადალახავს აამ სამყაროს, ჩვენს წუთისოფელს.
ვიცი ამ ღამით შენზე ფიქრში ჩამთვლემს გადაღლილს და უეჭველად დამესიზმრები, მთვარეს მოვპარავ, ბნელში მცოცავ ვერცხლისფერ სხივებს და შენთვის შევკრავ სიცოცხლის მძივებს, გრძნობის სამკაულს გულის ფორმით შევაჭედინებ ზღაპრულ ტიტანებს და მერე ჩუმად, ჩუმად მოვალ შენს სასთუმალთან და შენს სხეულში უსასრულოდ დავიძირები.