შოუბიზნესი იუნა შაფათავა მალე "მეცხრე" არხზე მოგვევლინება. 2013, 22 იანვარი, 12:51 სკანდალური და თამამი ფოტოებით უკვე ჩვენში ფართოდ ცნობილი იუნა შაფათავა მალე მე-9 არხზე გადაცემას წაიყვანს.ჯერ-ჯერობით იუნა არ აკონკრეტებს თუ რა ფორმატის იქნება გადაცემა, თუმცა იმას კი ადასტურებს, რომ გადაცემა სკანდალურ თემებზე არ იქნება აგებული.იუნა ფართო საზოგადოებამ ფილმიდან "მამაჩემის გელფრენდიდან"გაიცნო, მრავალეთნიკური ქალბატონი (რუსული, უკრაინული, სომხური, ჩინური და ქართული წარმოშობა)კარგა ხანს რუსეთში ცხოვრობდა, ფლობს უცხო ენებს და პროფესიით იურისტია, ამის გარდა გამოქვეყნებული აქვს ლექსები, ესეები, ნოველები რუსულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, ჰყავს ტყუპისცალი და დეა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი ასისტენტია და უმცროსი და სოფო, იგი ჩოგბურთელია. 721 3-ს მოსწონს 1-ს არა
|