x
image
რედაქტორი
მათთვის, ვისაც სურს გახდეს ლამაზი

imageგაზაფხულობით ახალგაზრდა ქალიშვილების კანიც კი კარგავს ელასტიურობას. ჯამრთელ სიწითლეს, უფერულდება თმები. აი რამდენიმე ხალხური საშუალება, რომელიც დაეხმარება ყოველ ქალს(დაარამარტო ქალბატონებს, მამაკაცებსაც). წვრილად დაჭერით ახალი კიტრი, ჩადეთ ბოთლში და დაასხით არაყი. დააყენეთ მზეზე ორი კვირით. ამის შემდეგ რბილი ნაჭერი დაასველეთ ხსნარში და გაიწმინდეთ სახე დილა-საღამოს. imageუკვე რამდენიმე დღის შემდეგ შენიშნავთ, რომ კანი გახდა გადატკეცილი, ნაზი ფეროვანი. ერთი კვერცხის გული აურიეთ ერთ ჩაის კოვზ თაფლს და ასეთივე რაოდენობის გლიცერინს. გასრისეთ, დადეთ სახეზე 1-2 საათი. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.კანი მაშინვე ქორფა გახდება, გასწორდება ნაოჭები. ნარევი რომელიც მოგრჩათ მოათავსეთ გრილ ადგილას, ეს ნიღაბი გაიმეორეთ კვირაში ორ-სამჯერ. საერთოდ გაზაფხულზე ყურადღება მიაქციეთ სახეს, ნუ დაინანებთ წასასმელად არაჟანს, რძეს, კარაქს. როცა სამზარეულოში რაიმეს ამზადებთ, ლოყებზე, ცხვირზე, შუბლზე, ნიკაპზე წაისვით კაარტოფილის, ჭარხლის, კიტრის ნაჭრები.
imageზამთრისა და გაზაფხულის შემდეგ კანს კვება სჭირდება. ერთი ნაწილი არაყი შეურიეთ ოთხ ნაწილ ხახვის წვენს, ექვს ნაწილ თალგამის ძირების ნახარშს. ეს ნარევი შეიზილეთ თმის ძირებში. ასეთი პროცედურა შემდეგ ისინი უკეთესად გაიზრდებიან, შეიძენენ მრწყინვალებას. თავის დაბანას გირჩევვთ კარგად ათქვეფილი კვერცხით მასზე ცოტაოდენი წყლის დამატებით.

0
225
2-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0