სტომატოლოგია როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი 2013, 21 იანვარი, 23:55 ყველაზე მარტივი რეცეპტი: მომაზადეთ "სალბის" მაგარი ნახარში, ცხლად გაიჩერეთ პირის ღრუში მტკივანი კბილის მხარეს. გაიმეორეთ ეს რამოდენიმეჯერ. ახალი ქონის (უმარილო, უმჯობესია თხის) თხელი ნაჭერი მოათავსეთ მტკივან კბილსა და ლოყას შორის. გააჩერეთ 20 წუთი. ტკივილი ჩაცხრება დიდი ხნით. ჩაიდეთ ყურში, მტკივანი კბილის მხარეს, მრავალძარღვას კარგად გარეცხილი ძირი. ნახევარი საათის შემდეგ კბილის ტკივილი გაივლის ასევე დიდი ხნით. ჟოლოს, მუხის ან კაკლის, პიტნის ფოთლები თანაბარი რაოდენობით მწვრილად დაჭერით, ჩაყარეთ ბოთლში, ჩაასხით ცხელი ღვინის ძმარი, დააყენეთ სამი დღე. ეს ნაყენი გამოივლეთ მტკივან კბილში. ნაყენის გამოყენება კარგია კბილების გასამაგრებლადაც, უსიამოვნო სუნის გასაქრობად.ნიორი (ერთი დიდი კბილი) წვრილად დაჭერით, სუმთა თხელი ნაჭრით დაიდეთ მაჯაზე მტკივანი კბილის მხარეს, მჭიდროდ მიიმაგრეთ, ტკივილი გაქრება სწრაფად. 1303 1-ს მოსწონს
|