x
მეტი
  • 02.10.2024
  • სტატია:137390
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511343
ლაიმის შაქარლამა
image



ძალიან ბევრი დამწყები დიასახლისი ტკბილეულისა თუ სასუსნავის
მომზადებას მარტივი რეცეპტით არჩევს. ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა თქვენში ახლახანგაღვიძებული კულინარიული უნარ–ჩვევების დასახვეწად.
თუ კი ამ კატეგორიის დიასახლისთა რიგს მიეკუთვნებით
შეგიძლიათ მთელი ენთუზიაზმით შეუდგეთ ამ არაჩვეულებრივი
ნამცხვრის გამოცხობას. ამისათვის დიდი დრო, ზედმეტი ძალისხმევა და ბევრი ინგრედიენტი ნამდვილად არ დაგჭირდებათ. შედეგით კი ნამდვილად კმაყოფილნი დარჩებით. უფრო მეტიც, არც იმაზე ფიქრი აღარ მოგიწევთ თუ რა მიართვათ თქვენი ოჯახის წევრებს საუზმეზე ჩაისთან ერთად.
თვალი გადაავლეთ ინგრედიენტთა სიას, რომელიც ასე გამოიყურება:


200 გრამი უმარილო კარაქი
½ ჭიქა შაქრის პუდრა
2 ცალი ლაიმის ცედრა
1 ჩაის კოვზი ვანილი
2 სუფრის კოვზი ლაიმის წვენი
1 ¾ ჭიქა პურის ფქვილი
2 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი
½ ჩაის კოვზი მარილი
თუ კი ყველა ეს ინგრედიენტი სახლში უკვე მოგეპოვებათ შევუდგეთ
მომზადებას.
მომზადების წესი:

ოთახის ტემპერატურაზე გამთბარ 200 გრამ უმარილო კარაქს
ვათავსებთ ჯამში და ვუმატებთ ½ ჭიქა შაქრის პუდრას. შეგვიძლია ავთქვიფოთ ელექტრო ან ხელის მიქსერით. შესაძლებელია ასევე სათქვეფის გამოყენება.



image



შაქრისა და კარაქისაგან მომზადებულ მასას დაუმატეთ 2 ცალი გახეხილი ლაიმის ცედრა.


image


1 ¾ პურის ფქვილს დაუმატეთ სიმინდის სახამებელი და შეურიეთ კარაქისაგან მომზადებულ მიქსტურას და კარგად ათქვიფეთ. მიღებული ცომი გაახვიეთ კალკის ან პერგამენტის ქაღალდში
და მიეცით მას ფორმა. შემდეგ დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.


imageimage


დაჭრილი ნაჭრები ოდნავ გააბრტყელეთ და დაალაგეთ გამოსაცხობ ლანგარზე.


image


ვაცხობთ წინასწარ 350 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში მანამ სანამ ღია ყავისფერს არ მიიღებს.


image


უკვე გამომცხვარი ორცხობილა ამოავლეთ შაქრის პუდრაში ისე, რომ მას შაქარლამას იერ–სახე სრულყოფილად შესძინოთ.


image


იმედი მაქვს, რომ არა მარტო ამ რეცეპტის წაკითხვით, არამედ შაქარლამას გამოცხობითა და მისი დაგემოვნებით ისიამოვნებთ.



image



0
522
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ანა87
ანა87
522
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0