სხვა რიცხვი 13-რატომ აქვთ შიში მის მიმართ? საინტერესო ფაქტები. 2013, 21 იანვარი, 12:40 მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში რიცხვი 13 არ უყვართ. მაგრამ გარკვეულ პასუხს ვერავინ ვერ გაგცემთ კითხვაზე, თუ რითი არის გამოწვეული ეს ნეგატიური დამოკიდებულება თითქოსდა ჩვეულებრივი რიცხვის მიმართ. რაც არ უნდა იყოს, არსებობს ასეთი ავადმყოფობა ტრისკაიდეკაფობია-პანიკური და აკვიატებული შიში 13 რიცხვისადმი. ეს შიში კი მაინც გამოწვეულია ცრურწმენით. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს საიდუმლო, "ეშმაკის" რიცხვის შესახებ. აი რა ცრურწმენები არსებობს მის შესახებ. ის, რისი თქმაც არ შეიძლება ხმამაღლა: შუა საუკუნეებში აკრძალული იყო 13-ის ხმამაღლა წარმოთქმაც კი. ლეგენდის მიხედვით პარასკევს 13-ში, 12 ჯადოქარი იკრიბებოდა ერთად და შეკრებილთა შორის მეცამეტე თვით სატანა იყო. რატომ არ შეიძლება მოიწვიო ვახშამზე 13 სტუმარი: საიდუმლო სერობაზე მაგიდასთან ისხდნენ ცამეტნი და მეცამეტე იყო იუდა. ამ საიდულო სერობის შემდეგ როგორც იცით ქრისტე შეიპყრეს და ჯვრას აცვეს. სწორედ აქედან წამოვიდა ცრურწმენა იმის შესახებ, რომ თუ მაგიდასთან 13 ადამიანი ზის, ერთ-ერთი მათგანი წლის განმავლობაში მოკვდება. მეთორმეტე სართულიდან პირდაპირ მეთოთხმეტეზე: ბევრი ამერიკელი უარს ამბობს, სასტუმროში მეცამეტე სართულზე რომ დაიკავოს ნომერი. ამიტომ იმისათვის, რომ ზარალი არ განიცადონ სასტუმროს მეპატრონეებმა მე-12 სართულიდან პირდაპირ მე-14 სართულზე მოხვდებით. რადგან 13 რიცხვი უბრალოდ ამოიღეს. ზოგიერთ საავადმყოფოებში მე-13 პალატა ამოღებულია. რას ნიშნავს პარასკავედეკატრაფობია: ეს გრძელი სიტყვა აღნიშნავს შიშს "პარასკევი 13"-ის მიმართ. ქრისტიანებს სჯერათ, რომ სწორედ ამ დღეს ჭამა ადამმა ვაშლი და კაენმა მოკლა აბელი. ვინ იცის იქნებ ეს მართლაც ასე იყო. "პარასკევი 13" რომელ თვეებში იქნება სხვადასხვა წლებში: " "პარასკევი 13"-ეს დღე შეიძლება ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ დაემთხვეს წელიწადში. გთავაზობთ ამ განრიგს: 2013-სექტემბერი და დეკემბერი; 2014-ივნისი; 2015-თებერვალი, მარტი და ნოემბერი; 2016-მაისი; 2017-იანვარი და ოქტომბერი; 2018-აპრილი და ივლისი; 2019-სექტემბერი და დეკემბერი; 2020-მარტი დანოემბერი. ის ვისაც ამ ცრურწმენების სჯერა ალბათ დიდი შიშით მოელის ამ დღეებს. პირადად მე არანაირი უარყოფითი დამოკიდებულება არ მაქვს 13-ის მიმართ და არანაირ ყურადღებას არ ვანიჭებ. თქვენს შემთხვევაში როგორ არის? 1362 5-ს მოსწონს 2-ს არა
|