x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
შვილმა მამის ცხედარი მოიპარა,რომ მკვდრეთით აღედგინა.

image მიჩიგანის შტატის ქალაქ დეტროიტში უცნაური ამბავი მოხდა, ქალაქის პოლიციამ 93 წლის მამაკაცის სხეული მისივე შვილის საცხოვრებელი სახლის სარდაფის საყინულე კამერაში აღმოაჩინა. სხეულს მას შემდეგ მიაგნეს, რაც გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ დასაფლავებიდან 2 დღის შემდეგ დეტროიტის სასაფლაოდან კუბო შვილმა მოიპარა, იუწყება NBC News.როგორც გაირკვა, შვილმა თავისი გარდაცვლილი მამის სხეული იმიტომ მოიპარა, რომ მისთვის მკვდრეთით აღდგომის ლოცვები აღევლინა.ამ განზრახვის შესახებ მან თავის ნათესავებს უამბო.კლარენ ბრაიტის სხეული სასაფლაოს სპეციალურ მავზოლეუმში ინახებოდა, რადგან გადაუღებელი წვიმების გამო მიწა ძალიან სველი იყო და დასაფლავება შეუძლებელი იყო.პოლიციამ გვამის გამტაცებელი შვილი დააკავა, თუმცა ჯერ ბრალდება არ წაუყენებიათ.image

0
71
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0