x
image
lady.ge
თურმე რა ხდება..
image

ჩემი საყვარელი სელებრითების ცხოვრებას, ამ ბოლო დროს რაღაც ნაკლებად ვადევნებ თვალს, ამიტომ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როცა გუგლში ქექვისას, დრიუ ბერიმორის ოჯახური იდილიის ამსახველ სურათებს გადავაწყდი. ყველამ ვიცით, რომ დრუ პატარა ასაკიდან ჩაება ჰოლივუდურ ცხოვრებაში და მალევე "დაუმეგობრდა" ნარკოტიკებს და ალკოჰოლს. ხანგრძლივი დროის მანძილზე იგი ვერა და ვერ ახერხდებდა, ვერც ამ მავნე ჩვევის მოშორებას და ვერც შესაფერისი ცხოვრების მეგზურის პოვნას. ჰოდა ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთი ბედნიერი პერიოდი ამ მართლაც რომ შესანიშნავი მსახიობის ცხოვრებაში როგორც იქნა დადგა და დღეს იგი ოჯახური სიმშვიდით ტკბება. image

აი რაც შეეხება, ჩემს კიდევ ერთ ფავორიტს ჯენიფერ გარნერს მესამე შვილის გაჩენის შემდეგ, იგი საოცრად მალე ჩადგა ჩვეულ ფორმაში და მომატებული კილოგრამების კვალიც კი აღარ ეტყობა მის სხეულს.

image



ხოლო ჰილარი დაფი, რომელმაც საკმაოდ სოლიდური წონა დააგროვა მშობიარობამდე, როგორც იქნა ცოტათი მაინც ჩამოთხელებულდა, რაც ნამდვილად მისასალმებელია

1
3933
16-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
3933
  
2013, 20 იანვარი, 22:24
ისე, ჰილარი ორსულობამდეც გაჭირვებით ინარჩუნებდა წონას, ზოგ პერიოდებში კი საკმაოდაც მოსუქდებოდა ხოლმე. წარმომიდგენია რა შრომით მიაღწია ამ "ჩამოთხელებას", კარგი ნებისყოფა ჰქონია. საყვარელი გოგოა :)
დრიუ ისეთი საყვარელია, სულ რომ გასივდეს ალბად მაინც ასეტი საყვარელი იქნება
0 1 1