x
image
jango
ვიქტორ სანიკიძე ქრისტინე იმედაძეზე ისევ ფიქრობს.

imageბოლო დროს თბილისის ბომონდურ და არამარტო ბომონდურ წრეებში ისევ ალაპარაკდნენ ცნობილი ქართველი კალათბურთელის, ვიქტორ სანიკიძისა და არანაკლებ ცნობილი ქრისტინე იმედაძის რომანზე. ვიქტორ სანიკიძე უკვე შეეჩვია იმას, რომ ძალიან ხშირად ხან ვისზე წერენ ჯვარს და ხან ვისზე. „დედაც კი მირეკავს და მეუბნება, გავიგე, ცოლი მოგიყვანიაო, ამაზე უკვე მეცინება“, - ამბობს ვიქტორ სანიკიძე. ვიქტორ სანიკიძეს, დღეს წარმატებული კარიერა აქვს, მსოფლიოში ერთ–ერთ საუკეთესო სპორტსმენად ითვლება. არადა ბავშვობაში პატარა ტანის იყო და თავისუფლად შეიძლებოდა იღბალს მისთვის გვერდი აევლო, დედას მისი დაჟინებული თხოვნისთვის ყური რომ არ ეგდო და კალათბურთის მწვრთნელთან არ მიეყვანა. მოქნილი, სხარტი ბიჭი მწვრთნელების ყურადღების ქვეშ მაშინვე მოექცა. ქრისტინე ისეთი გოგოა, არ შეიძლება არ მოგწონდეს, ვის არ მოსწონს? ჯერ ისე არ ვიცნობ, რომ ხასიათი მქონდეს შესწავლილი, მაგრამ კაფეშიც ვყოფილვართ ერთად და კლუბშიც. მართალია, მარტო არა - სამეგობრო წრეში, მაგრამ მაინც...“ - ამბობს ვიქტორ სანიკიძე, თუმცა, იქვე ამატებს, რომ მასთან ფლირტი არ ჰქონია. „რამე რომ მოხდეს, ხომ ისედაც გაიგებს ყველა“, - წამოსცდა კალათბურთელს და ჟურნალისტის შეკითხვაზე „რა უნდა მოხდეს?“ იქვე უპასუხა: „შეიძლება შემიყვარდეს და ცოლად მოვიყვანო, ხომ არ დავმალავ ცოლად მოყვანას?“ თავის მხრივ, ქრისტინე იმედაძეც არ მალავს, რომ ვიკა სანიკიძის მიმართ სიმპათიები აქვს, ვიქტორისა და ქრისტინეს ურთიერთობაზე ადრეც ლაპარაკობდნენ თუმცა როგორც ხედავთ დავიწყებას არ მიეცა და ვიქტორ სანიკიძე ისევ ფიქრობს ქრისტინეზე.

0
3306
5-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:jango
jango
3306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0