x
image
jango
შემზარავი წერილი ციხიდან

imageგლდანის მერვე საპყრობილე, ჯოჯოხეთი პატიმრებისთვის, დიახ ზუსტად ამ სახელით საუბრობენ გლდანის საპატიმროზე. 32 წლის ირაკლი მარაქველაძე წერილს წერს საზოგადოებას ციხიდან და დახმარებას სთხოვს. ირაკლი უკვე 8 წელია რაც საპატიმროში იმყოფება და როგორც ის წერილში წერს ეს არის ჯოჯოხეთი. გთავაზობთ ირაკლის წერილის იმ ნაწილს სადაც ციხეში სადისტურ მოპყრობაზე საუბროს. ამ 8 წლის მანძილზე არაადამიანურად და სადისტურად მეპყრობოდნენ. მე თქვენი იმედი მაქვს, რომ გააგებინებთ, ვისაც ჩათვლით საჭიროდ. 2006 წლის ბუნტის დროს ციხის "ბალნიცაზე" ვიწექი. იმ დღეს, როდესაც სროლა და ადამიანების დახოცვა დაიწყეს, კარის გისოსებიდან ვიყურებოდი. დამინახეს, მაგრამ ჩემთვის არავის ეცალა. იმ დღეს არა, მაგრამ მეორე დღეს ამოცვივდნენ და დამიწყეს ცემა. წყალბურთელი ვიყავი, წამალი ცხოვრებაში არ გამიკეთებია, "რეზბალნიცაზე"კი ბინძური ნემსით "ცე" და "ბე" ჰეპატიტი გადამდეს. ამაზე ერთი ამბავი ავტეხე, იცოდნენ, რომ ციხემდე ჰეპატიტი არ მქონია და დამიწყეს მკურნალობა
უკვე ახალ "რეზბალნიცაზე", მაგრამ ამ ახალ ადგილზეც 2009 წლის 3 ივლისს შემომიცვივდნენ პალატაში. რა გინდათ-მეთქი. გვაგინებო და დამესივნენ, ჩამარტყეს თავში და ლიფტში ჩამაგდეს. ჩამიყვანეს მორგში, დამიწყეს ცემა. ჩემ გარდა მორგში ოთხი ავადმყოფი იყო, ისინი მალე აიყვანეს, მე კი დამტოვეს. თვე-ნახევრის მანძილზე ჩავყავდი მორგში და მცემდნენ. მიდიოდა ფურთხება, სიგარეტებით წამება. ამომწვარი მაქვს მთელი ტანი. ბოლოს საცვლების ამარას მკვდრებს სადაც ჭრიან, იქ მაგდებდნენ. მეუბნებოდნენ, ბოთლით გაგაუპატიურებთ, ხმას თუ ამოიღებო. ირაკლიმ თავის მოკვლა არაერთხელ სცადა, არაადამიანურ წამებას ვერ უძლებდა.
რა ხერხს არ მიმართა - თავის ჩამოხრჩობას, ვენების კბილებით გადაღრღნას, დალურსმვას... ფსიქიკა შეერყა. ის პირები კი, რომლებიც აწამებდნენ, როგორც ირაკლი ამბობს, დღესაც იქ მუშაობენ.

ირაკლის საქმე სტრასბურგშია გადაგზავნილი, იმედია მას გაანთავისუფლებენ, ცემისგან თავის პრობლემები აქვს და მეორე სტადიის ფიბროზი. წარმოუდგენელია ასეთი რამ რატომ უნდა ხდებოდეს საქართველოში, ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფ პატიმარს რატომ უმწარებენ ცხოვრებას. სად იზრდებიან ასეთი ჯალათები თუ ციხეში სამუშაოდ რომ მიდიან მერე ხდებიან ასეთები? არვიცი ასეთი ხალხი რისი ღირსია.

0
1102
8-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:jango
jango
1102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0