შოუბიზნესი შორენა ბეგაშვილის ახალი ცხოვრება, ფოტოები შორენას მობილურიდან 2013, 19 იანვარი, 14:10 ცოტა ხნის წინ "რუსთავი 2"-ზე "იღბლიანი ბორბალი" დუტასთან და შორენა ბეგაშვილთან ერთად ბოლოჯერ დატრიალდა. შორენა ამ გადაცემების ჩაწერის შემდეგ ერევანში გაემგზავრა შვილთან ერთად. საუბრობდნენ იმაზე, რომ იღბლიანი ბორბალი შეიძლება აღარ გაგრძელებულიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა და იღბლიანი ბორბალი ისევ იწყება. ახალ სეზონში შორენა ბეგაშვილთან ერთად ბორბალს ვანიკო თარხნიშვილი დაატრიალებს. შორენა ბეგაშვილის წარმატების მთავარი ფორმულა "რკინის ნერვებს" უკავშირდება. მისი პირველი რჩევა ასეთია: "ყველას, ვინც კარიერას იწყებს, ვურჩევ, "რკინის ნერვები" გამოიმუშაოს, რათა უსაქმური ადამიანებისა და მათი აზრების იგნორირება შეძლოს..." მსახიობი ამბობს, რომ საკუთარი გარეგნობა ხშირად, კარიერულ ბარიერებს უქმნის. თუმცა, მისი შემოსავლის ძირითადი წყაროც სწორედ გარეგნობას უკავშირდება. შორენა ბეგაშვილი, 9 წლის გოგონას, ევა ბარბაქაძის დედაა. დედა–შვილი მარტო ცხოვრობენ. გოგონასთვის დედაა ყველაფრის მაგალითი, მისი სურვილების შემსრულებელი. რა თქმა უნდა, ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, მის გზას გააგრძელებს თუ არა, მაგრამ ის კი უნდა, რომ დედასავით ლამაზი და პოპულარული იყოს. შორენა არ მალავს, რომ შეყვარებულია. არც იმას გამორიცხავს, რომ შეიძლება საყვარელ მამაკაცთან ერთად ახალი ოჯახიც შექმნას. იმედი აქვს, რომ შვილი ყველაფერში გაუგებს და ახალ მამას სიხარულით მიიღებს. მსახიობის ყველაზე დიდი ოცნებაა, შვილს ის მისცეს, რაც ბავშვობაში თავად აკლდა. 13915 14-ს მოსწონს 1-ს არა
|