x
image
jango
გურამ საღარაძე გარდაიცვალა

imageმსახიობი გურამ საღარაძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით 84 წლის მსახიობს გული გაუჩერდა. გურამ საღარაძს საზოგადოება ლექსის გამორჩეულ მთქმელად იცნობდა. გურამ საღარაძე 1929 წლის 12 იანვარს თბილისში, თეატრალურ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. მამა, გიორგი საღარაძე რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო, რომელმაც შვილი პიონერთა სასახლეში დრამწრეზე შეიყვანა. სწორედ იმ პერიოდში მომავალმა მსახიობმა პირველად წაიკითხა გიორგი ლეონიძის ლექსი, "არ დაიდარდო, დედაო". დიდი აპლოდისმენტებიც დაუმსახურებია და ის განცდა დღემდე მოჰყვება. გურამ საღარაძემ 1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და მაშინვე რუსთაველის თეატრის დასში ჩაირიცხა. გურამ საღარაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მხატვრული კითხვის ოსტატი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გურამ საღარაძეს არაერთი პოეტის ლექსი აქვს საზოგადოების წინაშე წაკითხული, მათგან გალაკტიონს გამოარჩევს და ამ პოეტს სულიერ მამას უწოდებს. ამაყობს, რომ ერთხელ ქართული პოეზიის შედევრი გაისმა ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორ­განიზაციაში, სადაც გურამ საღარაძემ "ვეფხისტყაოსნიდან" ნაწყვეტი წაიკითხა. 2006 წლის 13 ნოემბერს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა გურამ საღარაძის ვარსკვლავი. გურამ საღარაძე ნამდვილად დააკლდება სრულიად საქართველოს.



1
711
4-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
711
  
2013, 17 იანვარი, 20:49
:(( როგორ სამწუხაროა..
0 1 1