x
image
Guns N Roses
"აზერბაიჯანში ქიბარ ხალვაში დააკავეს?!"

imageაზერბაიჯნაში ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში დააკავეს.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია საქართველოს მოქალაქე ქიბარ ხალვაში, რომელიც ძებნაში იმყოფებოდა.

აზერბაიჯანული მედია ქიბარ ხალვაშის დაკავებაზე იუწყება. ქიბარ ხალვაში, რომელიც სამშობლოში თაღლითობის, მითვისების, დოკუმენტების გაყალბების, ფულის გათეთრების, თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მიზეზით იძებნებოდა აზერბაიჯანში დააკავეს, ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო "ტრენდი" საუბრობს. თუ სად და როგორ ვითარებაში მოხდა ქიბარ ხალვაშის დაკავება ჯერ-ჯერობით უცნობია. "საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია საქართველოს მოქალაქე ქიბარ ხალვაში, რომელიც სამშობლოში თაღლითობის, მითვისების, დოკუმენტების გაყალბების, ფულის გათეთრების, თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მიზეზით იძებნება", - ნათქვამია განცხადებაში. როგორც მოგეხსენებათ ქიბარ ხალვაში იძებნებოდა , სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 194-ე, 210-ე, 332-ე, 341-ე, 342-ე მუხლებით.

"მოგეხსენებათ, რომ ქიბარ ხალვაშს გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი აქვს, ანუ გერმანია მიიჩნევს, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლა ამ ეტაპზე საფრთხის შემცველია, რადგან ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილი არაა."

0
104
1-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0