საერთაშორისო ჩიკაგოს აეროპორტში 18 ადამიანის თავი აღმოაჩინეს. 2013, 17 იანვარი, 10:23 ჩიკაგოს "O'Hare"-ს საერთაშორისო აეროპორტში საბაჟოს თანამშრომლებმა 18 ადამიანის თავი აღმოაჩინეს.გვამის ნაწილები იტალიიდან იყო გამოგზავნილი ა.შ.შ-ში და ყუთში ელაგა, იუწყება "Chicago Tribune".გაზეთის ინფორმაციით ინციდენტი ჯერ კიდევ საშობაოდ მოხდა, თუმცა ამბავი ახლახან გახმაურდა.როგორც აღმოჩნდა ეს თავები იტალიაში სამეცნიერო ექსპერიმენტისათვის იყო გათვალისწინებული, ხოლო შემდეგ ა.შ.შ-ში გამოაგზავნეს, რომ კრემაცია მოეხდინათ.თავები ყველა წესის დაცვით ინახებოდა, სათანადო მარკირებით, თუმცა მებაჟეებმა ტვირთს კონსიფიკაცია გაუკეთეს იმის გამო, რომ ტვირთის მისამართი, დანიშნულების ადგილი არ იყო მითითებული.სამართალდამცავებმა დაიწყეს გამოძიება, რომ ბოლოს და ბოლოს დაადგინონ სად და ვისთან იგზავნებოდა უცნაური ბანდეროლი. 410 5-ს მოსწონს
|