x
image
_K_
პირველადი დახმარება
ჩვენს ყოფაში უბედური შემთხვევები საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ამ დროს ვიღაცას შესაძლოა სასწრაფო პირველადი დახმარება დასჭირდეს. ამიტომაც, სასურველია, ყველამ იცოდეს, რისი გაკეთებაა აუცილებელი ასეთ ვითარებაში.image

ნებისმიერი ჩვენგანი შესაძლოა პირისპირ აღმოჩნდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების აუცილებლობის წინაშე. საგზაო შემთხვევები აშკარა მაგალითია იმისა, რომ ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს ელემენტარული პირველადი დახმარების გაწევა.


სწორად გაწეულმა პირველადმა დახმარებამ შესაძლოა ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნოს ან ტკივილი შეუმსუბუქოს. როდესაც მთამსვლელთა სტუდენტუ ჯგუფთან, მეგობრებთან ან თანამშრომლებთან ერთად სამოგზაუროდ მიდიხართ, აუცილებელია თქვენ შორის იყოს ისეთი პიროვნება, რომელმაც იცის, თუ როგორ მოიქცეს საგანგებო ვითარებაში. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ პირველადი დახმარების გასაწევად მხოლოდ თეორიული ცოდნა არ არის საკმარისი, აუცილებელია პრაქტიკული გამოცდილებაც.

პირველადი დახმარების გაწევა აუცილებელია: დაშავებულის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, მდგომარეობის დამძიმების თავიდან ასაცილებლად, ტკივილის გასაყუჩებლად და გამოჯანმრთელების დასაჩქარებლად.



პირველადი დახმარება გულისხმობს სწრაფად და ზუსტად მოქმედებას იმ საშუალებებით, რომლებიც იმ მომენტში ხელთ აღმოგაჩნდებათ. დაწყებული უმნიშვნელო ნატკენიდან, რომელსაც მხოლოდ პლასტირის მიკვრა სჭირდება, დამთავრებული დიდმასშტაბიანი საგზაო შემთხვევებით, დახმარების პროცესი ერთი და იმავე თანამიმდევრობით ხორციელდება.image

უპირველეს ყოვლისა, სწრაფად შეაფასეთ სიტუაცია. თუ ეს სერიოზული უბედური შემთხვევაა, გამოიძახეთ სასწრაფო დახამრება. თუ რამდენიმე ადამიანია დაშავებული, უნდა დაადგინოთ ყველაზე მეტად რომელს სჭირდება ყურადღება, შემდეგ კი, შეეცადოთ არსებული სიმპტომების გათვალისწინებით დასვათ დიაგნოზი. გარეგანი დაზიანებები ადვილი შესამჩნევია, მაგრამ შესაძლოა არსებობდეს შინაგანი დაზიანებებიც და სისხლდენა, ტრავმირებული ორგანოები ან მოტეხილობა.


დიაგნოზის დასმის შემდეგ, მომდევნო ეტაპია მკურნალობა. პირველადი დახმარების გაწევისას დასაშვებია იმის გამოყენება, რაც ხელთ მოგხვდებათ. ზოგიერთ შემთხვევაში საკმარისია დაშავებულის თბილად და გაუნძრევლად გაჩერება მანამ, სანამ სამედიცინო დახმარება მოვა.

პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, დაშავებულები აუცილებლად პროფესიონალი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხვდნენ, მაშინაც კი, თუ დაშავებული თავს უკეთ გრძნობს. მაგალითად, მძიმე ნივთის თავში მოხვედრის ან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს (თავის მირტყმის შედეგად), თავი შეიძლება image
კარგად იგრძნოთ, მაგრამ დარტყმა ხშირად თავის ქალის შიგნით სისხლდენას იწვევს და ეს ტვინზე სერიოზულად მოქმედებს. სიმპტომები კი მხოლოდ რამდენიმე საათში ან დღეში ვლინდება. პირველადი დახმარების აღმომჩენთა სამსახური დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც დაშავებული სპეციალისტი ექიმის და ექთნის ხელში გადავა.


"ABC" პირველადი დახმარების მარტივად დასამახსოვრებელ გეგმას წარმოადგენს. მასში შედის დაშავებული მკურნალობის თანამიმდევრობითი ეტაპები. განსაკუთრებით საყურადღებოა ორგანიზმისთვის ჟანგბადის მიწოდება, რაც ადამიანისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

"A" გულისხმობს სასუნთქ გზებს. პირველადი დახმარების გაწევისას მთავარია სასუნთქ გზებში ჟანგბადი მოხვდეს, რადგანაც დიდი შანსია ისინი გაუვალი იყოს. ნორმალურ პირობებში ჩასუნთქვისას ჟანგბადი ფილტვებში ხვდება. საჰაერო გზებს წარმოადგენენ ცხვირი, პირი, ხახა და ფილტვებისაკენ მიმავალი ტრაქეა. თუ იგი გაუვალია (გადაკეტილია), დაშავებული იგუდება, რადგანაც სასიცოცხლოდ საჭირო ჟანგბადს ვერ იღებს. ასეთ მდგომარეობაში ადამიანი მხოლოდ რამდენიმე წუთს ძლებს. ასე რომ, აუცილებელია შემოწმდეს სასუნთქი გზები.image

ხმაურიანი და გართულებული სუნთქვა სასუნთქი გზების ჩაკეტვის მიმანიშნებელია. ზოგიერთ შემთხვევაში, აუცილებელია დაშავებულის ზურგზე დაწვენა ისე, რომ საჰაერო გზა სწორ მდგომარეობაში იყოს და გადაცდენილი საგნის თითებით ამოღება.

ხველის დროს გადაცდენილი საგანი ავტომატურად შეიძლება ამოვარდეს, ასე რომ, ზედმეტად განძრევა დაუშვებელია. როდესაც ადამიანს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი არ მიეწოდება, კანი დალურჯებას ან გაწითლებას იწყებს. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ტუჩებსა და ყურის ბიბილოებზე.

ახალშობილი, რომელიც იგუდება და აღარ ახველებს, ფერს იცვლის. ასეთ დროს იგი ფეხებით უნდა დავიჭიროთ და გაჩხერილი საგანი მხრებს შორის მსუბუქი დარტყმის შედეგად თვითონვე გადმოვარდება.


"B" გულისხმობს სუნთქვას. ორგანიზმი სუნთქვით მოძრაობებს უნდა ახორციელებდეს, სხვა შემთხვევაში, ფილტვებში არსებული ჰაერი განახლებას ვეღარ ახერხებს. ჟანგბადის ნაკლებობა კი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ადამიანი, რომელიც სუნთქვას წყვეტს, მხოლოდ ოთხი-ექვსი წუთის განმავლობაში ცოცხლობს.

ფილტვების ბუნებრივი ვენტილაციის დარღვევის დროს ხელოვნური სუნთქვისთვის მიმართავენ ტრაქეის ინტუბაციას, ანუ ტრაქეაში შეჰყავთ მილი, რაც სასუნთქი გზებისა და იმ რეზერვუარის შეერთების საშუალებას იძლევა, რომლიდანაც აირი შედის ფილტვებში. პირველადი დახმარებისას კი ხელოვნური სუნთქვის ყველაზე მარტივ ხერხებს იყენებენ. ესენია ფილტვებში ჰაერის image
ჩაბერვა პირიდან, ანუ "პირიდან პირში" და ცხვირიდან - "პირიდან ცხვირში". დახმარების აღმომჩენი დაზარალებულს ზურგზე აწვენს და ჰაერს ფილტვებისკენ ჩაბერავს. ხელოვნური სუნთქვის პროცესი 10-15-ჯერ მეორდება, სანამ დაზარალებული რეგულარულად სუნთქვას არ დაიწყებდეს. არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც ჰაერის პირიდან ჩაბერვა შეუძლებელია და, ასეთ შემთხვევაში, ჰაერის ჩაბერვა ცხვირში ხდება. მაგალითად, თუ დაშავებულმა შემთხვევით შხამი ან მომწამლავი ნივთიერება გადაყლაპა, დახმარების აღმომჩენი შესაძლოა, მასთან კონტაქტის შედეგად, თვითონაც დაავადდეს.

ხელოვნური სუნთქვის კიდევ ერთი მეთოდია დაშავებულის მკლავის მოძრაობა, მკერდის შეკუმშვა-გაფართოების მიზნით. ეს არც ისე ეფექტურია, როგორც ჰაერის "პირიდან პირში" ჩაბერვა.


"C" გულისხმობს ცირკულაციას. თუ გული გაჩერდა, სისხლი სხეულში აღარ იმოძრავებს და, შესაბამისად, ორგანოებსაც ჟანგბადი გამოელევა.

გული შესაძლოა დაზიანდეს უბედური შემთხვევის ან მიღებული ემოციური შოკის დროს. გულის გაჩერების გამომწვევი მიზეზი ზოგჯერ ვენების თრომბოზია, რომლის დროსაც სისხლძარღვების ბლოკირება ხდება. როდესაც გული ჩერდება, ადამიანი აღარ სუნთქავს, პულსი არც მაჯაზე და არც ყელთან არ ესინჯება, თვალის გუგები კი უფართოვდება.image

პირველადი დახმარების გამწევმა უნდა შეძლოს ცირკულაციის აღდგენა. ეს გულისხმობს დაშავებულის ზურგზე დაწოლას და ქვედა მკერდის ძვალზე დაწოლით რიტმული მოძრაობის შესრულებას. ეს მოქმედება გულიდან სისხლის ამოტუმბვას იწვევს. ნეიტრალურ მდგომარეობაში კი კვლავ სისხლით ივსება.

ეს მეთოდი შემდეგ ხელოვნური სუნთქვით უნდა შეიცვალოს, რადგანაც ზოგიერთ შემთხვევაში მას ზიანის მიყენება შეუძლია.


ძლიერი სისხლდენა შიშისმომგვრელია. თუ სისხლდენა გრძელდება და დაშავებული უამრავ სისხლს კარგავს, იგი შესაძლოა შოკში ჩავარდეს და დაიღუპოს.

შოკში ჩავარდნილ დაშავებულს მკრთალი სახე აქვს, მისი კანი კი ცივი და ოფლიანია. სუნთქვა გახშირებულია, პულსი კი - აჩქარებული. ასეთ დროს, საჭიროა გამოცდილი სპეციალისტის სასწრაფო დახმარება.


როდესაც ჭრილობაზე სისხლი შედედებას იწყებს, წარმოიქმნება საცობი. იგი მანამ უნდა დარჩეს ხელშეუხებელი, სანამ თვითონვე არ მოძვრება. იმ შემთხვევაში, თუ სისხლი არ იქნება შედედებული, ჭრილობაზე აუცილებელია სუფთა ქსოვილის საფენის დადება და მაგრად გადახვევა. თუ სისხლი საფენში გამოჟონავს, მასზე მეორე საფენი უნდა დავდოთ და ბინტით მაგრად გადავახვიოთ, დაშავებული უნდა გვყავდეს სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ. სისხლის შედედებას ხელს უწყობს სიცივე, ასე რომ, ჭრილობაზე ყინულის დადება საკმაოდ ეფექტურად მოქმედებს.

ცხვირიდან სისხლდენის დროს პაციენტმა თავი მაღლა უნდა ასწიოს და ცხვირზე ხელი მოიჭიროს. ასეთ მდგომარეობაში დაშავებული ათი წუთის განმავლობაში უნდა იყოს. ამ შემთხვევაში დასაშვებია ყინულების გამოყენება, რომელიც ცხვირის ზედა ნაწილზე უნდა დაიდოთ.image

როდესაც ცხვირიდან სისხლდენა ჩერდება, პაციენტმა რამდენიმე საათით ცხვირის მოხოცვისგან თავი უნდა შეიკავოს. თუ ცხვირიდან სისხლდენა იმდენად სერიოზულია, რომ ნახევარი საათის შემდეგაც არ ჩერდება, აუცილებელია სამედიცინო ჩარევა.


გატეხილი ძვალი, რაც ზოგადად მოტეხილობას ნიშნავს, საკმაოდ ძნელი ამოსაცნობია, თუკი კანის მთლიანობა აშკარად არაა დარღვეული. მოტეხილობას ახასიათებს ძლიერი ტკივილი, შეშუპება და სისხლჩაქცევები მიმდებარე ქსოვილებში, ასევე, მოძრაობის შეზღუდვა. ძალიან მძიმე მოტეხილობის დროს მოსალოდნელია ტრავმული შოკი.

მოტეხილობის დროს პირველადი დახმარების აღმოჩენა გულისხმობს მოტეხილობის მიდამოში არტაშნებით ან სხვა საშუალებებით ძვლის ფრაგმენტების იმობილიზაციას.

ნებისმიერი სერიოზულად დაშავებული ადამიანის განძრევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, თუ მის სიცოცხლეს სხვაგვარად საფრთხე ემუქრება, მაგალითად, ხანძრის ან ბუნებრივი აირის გაჟონვის დროს. უმეტეს შემთხვევაში, საკმარისია დაშავებულის მუთაქებში მოთავსებდა და მისი სითბოში ყოფნა. ყველა სახის მოტეხილობას სამედიცინო პერსონალის ყურადღება სჭირდება. სასურველია, დაშავებულს არც სასმელი და არც საჭმელი არ მივცეთ. მას შესაძლოა ანესთეზიით ოპერაცია დასჭირდეს, მიღებულმა საკვებმა ან სასმელმა კი შესაძლოა მისი გადადება გამოიწვიოს.


დამწვრობის გამომწვევი მიზეზებია ხანძარი, გახურებულ ლითონებსა და სხვა ნივთიერებებთან კავშირი. არსებობს სხვადასხვა სახის დამწვრობა, დაწყებული კანის სიწითლიდან დამთავრებული მთლიან სხეულზე მოდებული დამწვრობით, რაც სერიოზულ პრობლემებთან არის დაკავშირებული.

ზოგადად, თუ დამწვრობა კანს არ აზიანებს, კარგია დაზიანებული ადგილის გაგრილება. ერთ-ერთი მეთოდია გამდინარე წყლით მობანვა. თუ დამწვარ ადგილას ქსოვილია მიკრული, არაფერი არ უნდა მოვიმოქმედოთ, სანამ ავადმყოფის დროული ჰოსპიტალიზაცია არ მოხდება.image

ელექტრული დენით მიღებული დამწვრობა კუნთებს ჭიმავს და გულისცემაზეც მოქმედებს. მნიშვნელოვანია პირველადი დახმარების აღმომჩენი დარწმუნდეს, რომ ელექტრული დენი გამორთულია, ანუ დაშავებულსა და ელექტრომოწყობილობას შორის კავშირი გაწყვეტილია.


შხამები, ზიანის მომტანი წამლები და სხვა ქიმიკატები სხეულში სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდნენ. შესაძლებელია მათი გადაყლაპვა, ჩასუნთქვა, ინექციით შეყვანა ან მწერის მიერ კბენით გადატანა. მოწამვლის მკურნალობა განსაკუთრებით რთულია, თუ დამხმარემ არ იცის, რა რაოდენობით საწამლავი აქვს მიღებული დაშავებულს, ან რამდენად ძლიერია იგი.

ამ დროს სასურველია სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება ან ტელეფონით რჩევის მიღება.


უგონო მდგომარეობაში მყოფ დაშავებულზე აუცილებელია image
გამუდმებით მეთვალყურეობა, რათა მან შესაძლოა აღებინოს, ეს კი სასუნთქი გზების ბლოკირებას იწვევს. კარგი მდგომარეობაა ნახევრად მკერდზე, ერთ მხარეზე წოლა, თავით გვერდზე, ქვედა მკლავი უნდა იყოს სხეულის უკან, მეორე კი - სახესთან მოხრილი, ქვედა ფეხი - გაშლილი, ზედა კი - მოღუნული.

როგორც წესი, სასწრაფო დახმარება ოპერატიულად მუშაობს და დროულად ჩნდება შემთხვევის ადგილას. თუმცა, საჭიროა ყველამ იცოდეს პირველადი დახმარების ელემენტარული ნიუანსები, რადგან ზოგჯერ უბედური შემთხვევის დროს, სწრაფად აღმოჩენილი დახმარება მეტად მნიშვნელოვანია.

0
1141
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0