ყველაზე ძლიერი ძრავი მსოფლიოში არის Wartsila-Sulzer RTA96-C. ის წარმოადგენს ორტაქტიან დიზელის ტურბო ძრავს და გამოშვებულია დიდი სატვირთო გემებისათვის. მისი წონა შეადგენს: 2300 ტონას, სიგრძე 27 მეტრს, სიმაღლე 12 მეტრს. ეხლა მოემზადეთ და კარგად წაიკითხეთ, მისი სიმძლავრე არის 110 000 ცხენის ძალა, ძალიან დაბალ 102 ბრუნზე წუთში. ერთი ცილინდრის მოცულობა არის 1.9 ტონა და ესეთი ცილინდრი აქვს 14 ანუ ჯამში გამოდის 27 000 ლიტრი. შესაბამისად წვაც შესაბამისი აქვს 7000 ლიტრი საათში.