x
image
თამარი555
ადამიანების გაუჩინარების ისტორია
დედამიწაზე ყოველ სამ წუთში ერთი ადამიანი იკარგება უკვალოდ. გარდა იმისა რომ მათი გაუჩინარების მიზეზი კრიმინალური ან ყოფითია როგორც სტატისტიკამ აჩვენა, ეს შეიძლება აუხსნელი და გამოუცნობიც აღმოჩნდეს.

აშშ-ში 2011 წლის დეკემბერში დაიკარგა ორი ბავშვი თითქმის ერთი ასაკის და ისინი ორივე ერთდროულად თავისი სახლიდან დაიკარგნენ.

სამხრეთ კაროლინის შტატში დაიკარგა ოცდაერთი თვის ჯეისონ ბორტონი. ბოლოს დედამ ის ნახა საღამოს, სანამ შხაპს მიიღებდა აბაზანაში. როდესაც ის აბაზანიდან გამოვიდა ბავშვი აღარსად იყო.

ქალმა შემოირბინა მთელი ის გარე პერიმეტრი, ფეხზე დააყენა პოლიცია და მეზობლები. თითქმის ორასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ბავშვის ძებნაში. ერთი დღის შემდეგ, წვიმიან და ცივ ამინდში ჩვილი ბოლოსდაბოლოს იპოვეს. მას... მშვიდად ეძინა სახლიდან ხუთი მილის მოშორებით მდინარის პირას, რითაც არანაკლებ გააოცა პოლიცია და მაშველები.


პოლიციის შეფის თქმით, ამ ასაკის მქონე ბავშვი პრაქტიკულად ერთ მილზე მეტ მანძილს ვერ გაივლის. თანაც საღამოს როცა ასეთი სიბნელეა.

იმავე პერიოდში ოცი თვის გოგონა გაუჩინარდა, შესაძლოა იგივე დროს როდესაც დაიკარგა ბიჭუნა სამხრეთ კაროლინიდან. პოლიციას და მშობლებს გაუჭირდათ ზუსტი დროის დასახელება, როდის ნახეს ის ბოლოს, როდესაც ის დააწვინეს საღამოს თავის ოთახში. დილის რვა საათზე მხოლოდ ცარიელი საწოლი დახვდათ. არ იყო არანაირი კვალი კარის გატეხვის ან რაიმე ნიშანი უცხო პირის შემოსვლისა ოთახში. ისე ჩანდა რომ გოგონა თითქოს თვითონ გავიდა ოთახიდან.

პოლიციამ მთელი შემოგარენი გაჩხრიკა. იქ ახლოს არ არის არც უღრანი ტყე, მაგრამ ვერაფერი ნახეს. გოგონას ძებნა დღესაც გრძელდება.

თუ რომელიმე ადამიანის გაქრობამ შეიძლება მოგვცეს რაიმე ლოგიკური ახსნა, მაშინ მასიურ დაკარგვას ადამიანებისა შეიძლება უფრო საიდუმლოებით მოცუimageimageimage


ლი ახსნა მოეძებნოს.

2
545
5-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
545
  
2013, 17 იანვარი, 9:55
გათანხმებით
2013, 17 იანვარი, 0:10
უცნაირია და აუხსნელი ჩვენი სამყარო!!!!
0 1 2