x
image
თამარი555
საოცარი სიყვარულის ისტორია
ფრანგულ ჟურნალ “ლე მაგაზინე დეზ ვოიაჟეს დე პეჩეში" 56-ე ნომერში, გამოქვეყნდა ღირშესანიშნავი სიყვარულის ისტორია.

სამხრეთ ავსტრალიაში მცხოვრებმა მეთევზემ არნოლდ პოინტერმა ორი წლის წინ სიკვდილს გადაარჩინა თეთრი ზვიგენი გამოიხსნა რა ის მავთულხლართებიდან. ახლა ამ მეთევზეს სერიოზული საზრუნავი გაუჩნდა--- ზვიგენი სულ მუდამ უთვალთვალებს მას სადაც არ უნდა ცურავდეს ის თავისი ნავით თევზებს უფრთხობს.

“ მე არ ვიცი რა უნდა ვქნა"- ამბობს არნოლდი. შეუძლებელია თავი დააღწიო თითქმის ექვს მეტრიან ზვიგენს, არა მარტო იმიტომ რომ ეს სახეობა წითელ წიგნშია შეტანილი, არამედ იმიტომ რომ დიდი მიზიდულობა არსებობს ამ მეთევზესა და ზვიგენს შორის.

არნოლდი ყვება რომ “როგორც კი მე ვტოვებ ჩემს ნავს, ის მოცურდება ჩემთან, ტრიალებს წყალში ზურგით და მაიძულებს მუცელსა და ყელზე ხელები მოვუსვა. შემდეგ ნაბავს თვალებს კატასავით და კმაყოფილებით აღსავსე ძლიერად იქნევს კუდს და მიცურავს."


პირადად მე ძალიან მოვიხიბლე ამ ისტორიით და ალბათ თქვენც მოგეწონებათ.imageimageimage


6
128
5-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
128
  
2013, 16 იანვარი, 23:16
ჯერე და ფოტოები მიაკუთვნეთ იმ ვიღაც მეზღაპრეს და მერე გინდა დავიჯერო რომ ეგ ზღაპარი არაა? თან თეთრი ზვიგენი ისეთი მეგობრულია რომ გულში ჩაგიკრავს :))))) ნუ გეწყინებათ და ნუ დაიჯერებთ ყველაფერს>
2013, 16 იანვარი, 9:06
არანაირი ზღაპარი არ არის ნამდვილი ამბავია. ვისაც არ გჯერათ ნუ დაიჯერებთ ვინ გაძალებს.
2013, 16 იანვარი, 0:49
ეგ ფოტოები ბიოლოგ, მეცნიერთა კონსულტანტ შვეიცარიელ მაიკლ სკოლს ეკუთვნის და არავითარი კავშირი არა აქვს ზემოთ მოთხრობილ ზღაპართან. თავად ვიცნობ ამ პიროვნებას.
2013, 15 იანვარი, 21:57
არც მე დავიჯერებდი მაგრამ ფოტოებზე ჩანს.
2013, 15 იანვარი, 21:56
ფანტასმაგორიაა, მაგრამ, როგორც ჩანს, არა ზღაპრული , არამედ რეალური. თუ შეიძლება ფანტასმაგორია რეალური იყოს, რა თქმა უნდა:))
0 1 6