თავის მოვლა ჭარბთმიანობა - სუსტი სქესის გადაუჭრელი პრობლემა 2013, 15 იანვარი, 17:30 ქალებში ჭარბთმიანობა საკმაოდ არის გავრცელებული. ის შეიძლება იყოს თანდაყოლილი, რომელიც გამოწვეულია ჰორმანალური დარღვევებით, აგრეთვე ნერვული სისტემის მოშლით.
გამოყოფენ ადგილობრივ და საერთო ჭარბთმიანობას. საერთო ჭარბთმიანობა, ჩვეულებრივად, არის სახეზე და მკერდის არეში, მუცლის შუა ხაზზე, აგრეთვე ხელებსა და ფეხებზე. ადგილობრივი ჭარბთმიანობა, ძირითადად გვხდება სახეზე, ზოგიერთ შემთხვევაში, ზურგზე, ხელებზე, თეძოებზე და ფეხებზე.
ზოგჯერ ადგილობრივი ჭარბთმიანობა გამოწვეულია კანის მუდმივი გაღიზიანებით - პარსვით ან თმის ბეწვების ამოგლეჯით. თხელი თმა ამ დროს იცვლება უხეში, უფრო მუქი ფერის თმით. გამონაკლისია წარბები, რომლის რეგულარული ამოგლეჯის შემთხვევაში თმის ზრდა წყდება.
ჭარბთმიანობის მკურნალობა მეტად რთულია. ის უნდა ჩატარდეს ექიმი-ენდროკინოლოგისა და ჰორმონალური დარღვევების სპეციალისტის მეთვალყურეობით. ხელებსა და ფეხებზე თმა უნდა მოიშოროთ დეპილატორის საშუალებით. თმიან ადგილზე კი უნდა წაისვათ დეპილატორის ფაფისებური მასა, რომელიც თმის სიხშირის შესაბამისად უნდა გააჩეროთ 10-15 წუთის განმავლობაში. ეს მასა უნდა მოიშოროთ თბილი წყლით, შემდეგ ლიმონის წვენით ან ძმრით შემჟავებული წყლით.
ყველაზე თულია თმის მოცილება სახიდან. არ შეიძლება თმის ღეროების ამოგლეჯა პინცეტით ან მოპარსვა, რადგან ეს ხელს უწყობს მის ხელახალ ზრდას. ამ შემთხვევაში უნდა იმკურნალოთ სპეციალისტთან, კოსმეტიკურ კაბინეტში. ამგვარი მკურნალობა მოითხოვს დიდ ნებისყოფას, რადგან ეს პროცესი მეტად ხანგრძლივია (1/2-დან 2 წლამდე). თმა შორდება გალვანოაკუსტიკის ან დიატერმის საშუალებით. ასეთი პროცედურა არაერთხელ უნდა ჩაიტაროთ. ამის შემდეგ ზოგიერთი თმის ღერი არ იზრდება, ხოლო თმა, რომელიც ხელმეორედ ამოვა, უფრო რბილი და ღია ფერის იქნება; შემდეგ ის თანდათანობით ქრება. ძლიერი ჭარბთმიანობის შემთხვევაში არ შეიძლება მზეზე დიდი ხნით ყოფნა და იმ პრეპარატების გამოყენება, რომლებიც შეიცავს გოგირდს. ის თმის ზრდას უწყობს ხელს. 1687 9-ს მოსწონს 2-ს არა
|