x
image
nukrichanturia
პატარ-პატარა რჩევები
image ლიმონის შემადგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერებები წმენდს ფორებს და ხელს უწყობს კანის ბუნებრივი, დამცავი გარსის აღდგენას. ლიმონის მჟავას აქვს ნაზი პილინგის ეფექტი. ცხელი წყლის ქვეშ ჯაგრისით კარგად გარეცხეთ ორი ცალი ლიმონი, შემდეგ მისი კანი პლასტმასის სახეხზე გახეხეთ. შეურიეთ ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. ნარევი სახეზე უნდა წაისვათ წრიული მოძრაობით ( შეიზილოთ) და თბილი წყლით ჩამოიბანოთ, როცა კანი ბოლომდე შეიწოვს.

image






















გოგრა დაგეხმარებათ არამარტო არასასიამოვნო შეგრძნებებისგან განთავისუფლებაში, არამედ შეამცირებს სიწითლეს და დაგირბილებთ დაჭიმულ კანსაც. გახეხეთ გოგრის რბილობი სახეხზე და დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე. გახეხილ გოგრა რომ არ გამოშრეს, დააფარეთ დოლბანდის საფენი და ისე შეინახეთ.

image





















ბანანი საუკეთესო საშუალებაა სიწითლისკენ მიდრეკილი, მშრალი კანის სამკურნალოდ. აიღეთ ნახევარი ბანანი, კარგად დასრისეთ, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ხაჭო და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. წაისვით სახეზე სქელი ფენა და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

image























ყურძნის რბილობში, წვენსა და წიპწებში არის ისეთი ნივთიერებები, რომელიც შეუცვლელია სახის კანის დამატენიანებელი საშუალების მოსამზადებლად. აიღეთ ყურძნის მარცვლები, გააცალეთ კანი და სახე რბილობით გაიწმინდეთ. 10 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

2
241
14-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
241
  
2013, 26 ივლისი, 13:04
კარგია
2013, 22 ივლისი, 16:08
სასარგებლო რჩევებია, მაგრამ განსაკუთრებით გოგრის სურათი მომეწონა:)
0 1 2