დიახ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რომ მზე არის ერთ-ერთი რიგითი ვარსკვლავი, მის წიაღში მიმდინარე ბირთვული გარდაქმნები და ქიმიური პროცესები წარმოქნის სითბურ ენერგიას და სინათლის სხივებს, რომ ეს არის რეალური ფიზიკური მოვლენა, რომელიც ბატარიისებრ ამოიწურება გარკვეული დროის მონაკვეთში. მაგრამ მიუხედავად ამ მშრალი, ცივი შეხედულებისა და დამოკიდებულებისა რომელიც დღეს რატომღაც გახდა ჩვენი განუყოფელი ხასიათის ნაწილი ყველაზე მხურვალე საგნისადმი, მთელ მზის სისტემაში. ვინ უარყოფს რომ სწორედ მზე არის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ არა ის ჩვენი ხსენებაც არ იქნებოდა და სიბნელე დაისადგურებდა ჩვენს პლანეტაზე, რომ არა მზე ჩვენ ვერასოდეს დავინახავდით ერთმანეთს ვერც ამდენ წარმატენას მიაღწევდა ადამიანის გონება და შემოქმედებითი გენია. ვერც ვერავის ვეტყოდით “ხვალამდე”, “მომავალ შეხვედრამდე” და ვერც ვერავის შევიყვარებდით ნამდვილი წრფელი სიყვარულით და ყოველივე ამის შემდეგ ვგონებ იმსახურებს ჩვენი შორეული მხურვალე დედიკო მეტ პატივს ვიდრე უბრალო ჩევნივე შექმნილი ელემენტი, რომელსაც უსულო საგნების გასაქტიურებლად ვიყენებთ და მეტ მოკრძალებას ვიდრე ნათურა, რომელიც ხშირად გამოდის მწყობრიდან. ვგონებ მეტი სისათუთეა საჭირო როცა ადამიანი იმას ახსენებს რაზეც არის დამოკიდებული მისი სიცოცხლე, ( დაფიქრდით ხო არ ვჭრით იმავე ტოტს რომელზეც დაგვიყრდვნია კიბე, იდეოლოგიაურად მაინც.) ჩვენ ხო გონიერი არსებები ვართ ბოლოს და ბოლოს რომლთაც ცოცხალი მხუურვალე გული გვიძგერს მკერდში. ეს ჩვენ გვჭირდება და არა მზეს რომელსაც ვერც ვერას შევმატებთ სიყვარულით და ვერც ვერას მოვაკლებთ გულგრილი დამოკიდებულებით.