x
image
jango
როცა ქალს სექსი არ სურს

imageარსებობს ძალიან ბევრი მიზეზი იმისა, რომ რეალურად არ სურდეს ქალს სექსი თავის პარტნიორთან. რა თქმა უნდა, ნორმალურია სექსუალური კავშირისგან თავის არიდება მაშინ, როცა თქვენი სურვილი მხოლოდ ბალიშამდე მიღწევა და კარგად გამოძინებაა. თუმცა, შეიძლება ამ მიზეზისგან გაქცევაც. სექსოლოგები საზოგადოებას ურჩევენ, რომ დაძაბული დღის განმავლობაში, აუცილებლად გამოყონ რამდენიმე წუთი ან თუნდაც ერთი საათი კარგად დასასვენებლად. არტერიული წნევის დროს ქალებს ეკარგებათ ინტიმური კავშირის სურვილი, ეს ხდება ბუნებრივად. ჰორმონალური საკითხები ეს გაცილებით დიდი პრობლემაა. ზოგჯერ ქალები ინტიმურ ურთიერთობას იმიტომ არიდებენ თავს, რომ მათ მოცემულ მომენტში არ მოსწონთ თავისი სხეული. ეს მიზეზი ყოვლად გაუმართლებელია, რატომ არ უნდა მოსწონდეს ქალს საკუთარი სხეული სწორედ მაშინ, როცა მის პარტნიორს მასთან ინტიმური ურთიერთობა სურს? საყვარელ ადამიანთან სიახლოვე დაგეხმარებათ კომპლექსებისა და თვითკრიტიკის დაძლევაში. ასეთ სიტუაციაში, სექსოლოგები ქალბატონებს ურჩევენ, გამოეწყონ სექსუალურ თეთრეულში და თავად აქტის დროს, კონცენტრირება შინაგან სიამოვნებაზე მოახდინონ და არა იმაზე, თუ როგორ გამოიყურებიან. არის კიდევ ძალიან ბევრი მიზეზია იმისა თუ რატომ არ სურთ ქალებს ზოგჯერ სექსი, მაგრამ არსებობს რამდენიმე მიზეზი თურატომ სურთ სექსი. ისტორიულად ცნობილია სამი ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც ადამიანებს აქვთ სექსი არის: გამრავლება, სიამოვნება და სიყვარული. თუმცა ადამიანებს სექსი შეიძლება მრავალი მიზეზის გამო ჰქონდეს, მკვლევარების ჩატარებული კვლევების შედეგად ცხადია, რომ ადამიანებს ასეულობით განსხვავებული მიზეზის დასახელება შეუძლიათ, რატომაც აქვს სქესობრივი აქტივობა, თუმცა მათი ნაწილი საზიაროა ადამიანების უმრავლესობისთვის, ნაწილი მკვეთრად ინდივიდუალურია.

0
5418
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:jango
jango
5418
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0