შოუბიზნესი სტადიონიდან პორნოვარსკვლავობისკენ 2013, 13 იანვარი, 22:14 მეტად საინტერესო გზა განვლო ცნობილმა ამერიკელმა პორნომსახიობმა ჯესი ჯეინმა. როგორც ირკვევა, ახალგაზრდულ ასაკში გოგონა ამერიკული ფეხბურთის ერთ-ერთი ტეხასური გუნდის გოგონათა მხარდამჭერი ჯგუფის წევრი იყო, თუმცა გარკვეული დროის მანძილზე არც გარეგნობითა და არც ნიჭით გამოირჩეოდა.
ყველაფერი სკოლის დასრულების შემდეგ შეიცვალა, როდესაც გოგონამ გადაწყვიტა საკუთარ გარეგნობაში კორექტივები შეეტანა. პლასტიკური ქირურგიის დახმარებით მისი მკერდი ერთბაშად ორი ზომით გაიზარდა. ჯესიმ გადაწყვიტა ჰოლივუდში ეცადა ბედი, სადაც თავიდან ვერავინ ამჩნევდა. მომავალი ვარსკვლავი გარეგნობით უფრო გამოირჩეოდა, ვიდრე მსახიობური ნიჭით. გარკვეული დროის მანძილზე მას მხოლოდ ეპიზოდური როლის შესრულება უწევდა სერიალში "მალიბუს მაშველები". მას შემდეგ, რაც ჯესიმ საკუთარი შესაძლებლობებით ნორმალური როლის მიღების იმედი დაკარგა, დასახმარებლად ნაცნობ პროდიუსერს მიმართა, რომელმაც ერთ-ერთ ადგილობრივ სტუდიას დააკავშირა. სახლიდან წაღებული ფული გოგონას უკვე უთავდებოდა, ასე რომ, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. თუმცა არც სამუშაო იყო ძნელი, გაიხადე და მიიღე ფული. საბოლოოდ ჯესიმ 2006 წელს 15-ზე მეტ პორნოფილმში მიიღო მონაწილეობა და შესაბამისი ჯილდოებიც დაიმსახურა. ამის გარდა, გოგონა ფოტოსესიებშიც მონაწილეობდა, რომელიც მამაკაცთა ჟურნალებისთვის იყო განკუთვნილი. ამჟამად კი ამერიკული ფეხბურთის ყოფილი ქომაგი საკუთარი კინოსტუდიის მფლობელია. 28 5-ს მოსწონს 1-ს არა
|