x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135712
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510089
შოკოლადის თვისებები

image

დაადგინეს, რომ შოკოლადს აქვს ძალიან ბევრი დადებითი თვისება, რომელიც კარგად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. დღესდღეობით ექიმი დიეტოლოგების უმრავლესობა ფიქრობს, რომ შოკოლადი (განსაკუთრებით შავი და მწარე) დოზირებული რაოდენობით სასარგებლოა, იმიტომ რომ კაკაოს მარცვლების შემცველობაში შედის ისეთი ნივთიერებები, რომლებიც იცავს ადამიანის სისხლძარღვთა სისტემას ათეროსკლეროზისგან, ინფაქტებისა და ინსულტებისგან, სტიმულირებას უკეთებს სეროტონინს („ბედნიერების ჰორმონი“) გამოყოფას, აძლიერებს ტვინის აქტიურობას.

უნდა ითქვას, რომ შოკოლადი ეს ნამდვილად მაღალკაროლიური პროდუქტია. მასში ძირითადი კალორიის წყარო შაქარი, კაკაოს და რძის ცხიმია, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის ზომიერად აუცილებელი და სასარგებლოა. მაგნიუმი და კალიუმი, რომელსაც შოკოლადი შეიცავს აუცილებელია კუნთებისა და ნერვული სისტემის მუშაობისთვის, ამიტომ შოკოლადი ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვის და ასევე მათთვის ვინც დაკავებულია სპორტით. კოფეინი კი სუსტი მასტიმულირებელია სისხლძარღვთა და ნერვული სისტემისთვის.

უკვე დიდი ხანია რაც კარდეოლოგებმა დაადგინეს, რომ პოლიფენოლები, რომელიც კაკაოს მარცვლებშია კარგად მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემაზე. ის ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას. ამ კუთხით მეტად ეფექტურია მაღალხარისხიანი შოკოლადის ნაწარმი, კაკაო პროდუქტების მაღალი პროცენტული შემცველობით.

საინტერესოა, ყველა ტკბილეულიდან შოკოლადი უფრო ნაკლებად საშიშია კბილებისთვის, რადგან კაკაო ეფექტურად იცავს კბილის ემალს დაზიანებისგან.

შოკოლადს ბევრი სხვა დადებითი თვისება აქვს:

  • იმის და მიუხედავად რომ შოკოლადი შეიცავს ცხიმს, სისხლში ქოლესტერინი არ იმატებს;
  • შოკოლადი დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე;
  • შოკოლადის სურნელიც კი დადებითად მოქმედებს ადამიანზე;
  • შოკოლადი საუკეთესო ანტიდეპრესანტია. ის ამაღლებს განწყობილებას და ეხმარება ადამიანს უძილობის დაძლევაში;
  • შოკოლადი ენერგიის წყაროა.
0
665
2-ს მოსწონს
ავტორი:რამაზი97
რამაზი97
665
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0