საზოგადოება "ქალებმა ომი გამომიცხადეს" 2013, 12 იანვარი, 13:58 ახალგაზრდა მამაკაცს პრობლემები აქვს ქალებთან დაკავშირებით. მას ყველა ქალი გაურბის და იგი დახმარებას და რჩევას ითხოვს. აი რას ყვება გიორგი(სახელი შეცვლილია) საკუთარი თავის შესახებ: "მე მაქვს პრობლემები ქალებთან ურთიერთობაში. მოკლედ ჩემს შესახებ: ვარ 32 წლის, მაქვს კარგი განათლება(სამი უმაღლესი მაქვს დამთავრებული), მაქვს მრავალმხრივი ინტერესები, მათ შორის ხელოვნება, არქიტექტურა და თეატრი. ვარ სრულფასოვანი ადამიანი, კარგად აღზრდილი. ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად გამოვიყურები. გარეგნულად კი ვარ მაღალი, სპორტული აღნაგობის და მიმზიდველი. ყოველთვის ადეკვატურად ვიქცევი სხვადასხვა სიტუაციებში, ვარ მშვიდი და გაწონასწორებული. მაქვს მაღალანაზღაურებადი სამსახური, კოლექტივში დიდი პატივისცემით ვსარგებლობ. მეგობრებს შორის დაფასებული ვარ, მაგრამ ქალებთან რაღაც უცნაური მემართება. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ომი გამომიცხადეს...ყველა ქალი თუ გოგონა, ვისი გაცნობაც კი მომისურვებია, ჩემს მიმართ ისეთ მტრულ დამოკიდებულებას გამოხატავს, რომ სურვილი მეკარგება ურთიერთობის გაგრძელების. ვერ ვხვდები რას არ ვაკეთებ სწორად? ვცადე შემეცვალა ტაქტიკა და სტრატეგია გაცნობის, მაგრამ მაინც არაფერი არ მშველის. მე გამირბიან როგორც ცეცხლს. იმის საშუალებაც კი არა მაქვს, რომ ჩემი საუკეთესო თვისებები გამოვავლინო. ვერ ვხვდები, რატომ ვიწვევ ქალებში ასეთ რეაქციას, რომ ყველა გამირბის. ცხოვრების ყველა სფეროში მივაღწიე წარმატებებს, ერთის გარდა. მითხარით რას ვაკეთებ არასწორად." ასეთ იდეალურ მამაკაცს (როგორც თვითონ თვლის თავის თავს), რატომ არ გამოსდის ურთიერთობა სუსტ სქესთან? თქვენ რას ურჩევდით ასეთ მამაკაცს? 179 3-ს მოსწონს 4-ს არა
|