x
image
K.P.
როგორ ააწყო ვერა ქობალიამ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ცხოვრება და რას გეგმავს ის მომავალში

imageყოფილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია რამდენიმე თვის წინ პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორდა. სულ ცოტა ხნის წინ დაკითხვაზე, მოწმის სტატუსით მისულმა ვერა ქობალიამ განაცხადა, რომ 5 თვის ორსულია. ვერა შვილს არქიტექტორ დავით კურცხალიასგან ელოდება. წყვილმა ერთმანეთი ზამთარში, გუდაურში, საერთო მეგობრების წყალობით გაიცნო და რომანიც მალე გაჩimageაღდა.image
ყოფილი მინისტრი დავით კურცხალიას მეუღლედ მოიხსენიებს, თუმცა ჯერ უცნობია წყვილის ოფიციალური სტატუსი.image მიუხედავად ორსულობისა ვერას დილა მაინც ადრე იწყება, 9 საათზე უკვე ფეხზეა, ორსულობის გამო ძნელად ეძინება, წერს სტატიებს ერთ-ერთი გაზეთისთვის.imageimageშვილის გაჩენის შემდეგ, რამდენიმე თვეში სურს აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდეს და მუშაობაც დაიწყოს. რამდენი თავისუფალი დროც არ უნდა მქონდეს ძიძას მაინც ავიყვან, ვთვლი, რომ ბავშვის მარტო გაზრდა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული და მარტოს ეს ყველაფერი გამიჭირდებაო.

ყოფილი მინისტრი საქართველოში იმშობიარებს, ბავშვს მაისში ელოდება და ძალიან უხარია. image
ის სპეციალურ ლიტერატურასაც კითხულობს, უნდა კარგი დედაც იყოს. ვერას გადაწყვეტილი აქვს საცხოვრებლად საქართველოში დარჩეს. მას სურს მომავლისთვის კერძო სექტორში დაკავდეს და საკუთარი საქმეც წამოიწყოს. გადაწყვეტილი აქვს, რომ მეუღლესთან ერთად არ იმუშაოს, თვლის რომ ამ ყველაფერს მხოლოდ მეტი პრობლემა და უთანხმოება მოაქვს.

ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...

0
1664
8-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1664
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0