x
image
აკაკი79
ერთმანეთს ვჭირდებით

ვერაფერს ვეტყვი ამჯერად ღამეს.
გული საშინლად განიცდის მომავალს.
ერთი ფიქრით დამძიმებულს მიჭირს მოძრაობა, მიჭირს
დაუბრუნდე ადრინდელ მდგომარეობას, ის რაც მიყვარდა ახლა ვერაფერს მატებს. თითქოს ცივია ყველაფერი, მზეც კი ცივია და უსინათლო.
ქუჩები დუმან და მარტოსული მთვარე არხევს ვერცხლისფერ ხელებს ნახევრად შიშველი ხეების დაჩონჩხილ ლანდებში.
ძინავს ქალაქს. ძინავს ჩემს ფიქრს, სიხარულს, სიცოცხლეს, სიყვარულს. ტკბილი ძილით ძინავს ჩემ გასაგიჟებელ არსებას. ნეტავ იცოდეს რაოდენ მიყვარსსს, რაოდენ მჭირდება მისი ღიმილი და მოფერება, მისი პაწუა გულის სითბო და საოცრად ნაზი შეფრთხიალება. ნეტავ ღრუბელი მაინც ვყოფილიყავი, აი ისეთი ახლა რომ სერავს შავ ცას.ხომ დავიქცეოდი მის ფანჯრებთან და რაღაც ნაწილით შევეხებოდი კიდეც გუბედ ქცეული, ან ყვითელი ფოთლიდან დაცურებული ანდაც აივნის კიდეს დასხლეტილი. შეეხებოდა ჩემი წყლად ქცეული სევდა მის თეთრ კანს და გაშეშდებოდა.
ხშირად ვერ ხვდებიან ადამიანები თუ როგორ ძალიან სჭირდებათ ერთმანეთი, როგორ დიდ ძალას კარგავენ როცა ხელს კრავენ ისეთ სითბოს რომელიც მხოლოდ ბუნებრივ სიყვარულს მოაქვს. სულის სიმძიმიდან გამომდინარე არ მყოფნის ძალა სწრაფად ვირბინო, დავეწიო დროს.
საშინლად იწელება დღე.
ღამე კი როგორც ყოველთვის სდუმს, სდუმს და ვერაფრით
მანუგგეშებს.თითქმის დამპიყრო შინაგგანად უკუნმა, ბოროტება ხომ ჩასაფრებულია და ელოდება მომენტს, რომ როგორც კი გატკენენ, იმ წამს შემოგეხვიოს ყელზე საყვარელი ქალივით და გამუდმებით გიჩურჩულოს. შენც უნდა ატკინო, უნდა გააანადგურო.
ჩემს შემთხვევაში ვერ სძლია სიკეთეს, ვერ დამიმონა.
თუმცა ძალიან დამტანჯა.
ძალიან სუსტია ადამიანი და სხვა ადამიანის სითბომ თუ არ გამოკვება უსულო საგნად იქცევა ხოლმე, რომელსაც ყყოველი ქმედების გაკეთება შეუძლია მექანიკურად.
წვალობს განთიადი.
დაკარგული მზე უახლოვდება შორი აღმოსავლეთის წითელ
კონტურებს. ნეტავ რა არის იმაზე საშინელი, რომ იცოდე მომავალი
და ვერაფერს ცვლიდე, გრძნობდე ხვალინდელ დღეს და გეშინოდეს მისი.
სინანული გვიან იქნებაა, ტანჯვა ნახავს თავის ადგილს ყველას გულში, ჩემი სიყვარული კი მარადიულად დაივანებს იმ ცოცხალი ორგანიზმის გულში რომელსაც ჩვენ წუთისოფელს ვეძახით. რადგანაც სიყვარული არასოდეს imageტოვებს ცხოველ გულს.



0
56
3-ს მოსწონს
ავტორი:აკაკი79
აკაკი79
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0