ოჰჰ“ როგორ მინდა წუთით გავჩნდე შენს სიახლოვეს, ყურთან ახლოს მოგადო სახე და შექისუნთქოო…
შენს დანახვაზე ვთრთი უკანასკნელი ფოთოლივით რომელსაც ეს ესაა მოსწყვეტს შემოდგომის ცივი ნიავი, შენს წინ ვცახცახებ თოშმორეული კვირტივით და სანამ მომაშთობს განგება გაუფურჩქვნელს, ნახევრადმოვლენილს. ვევედრები ყოვლისშემოქმედს უსასრულოდ გააგრძელოს ეს გიჟი წუთი.
მე ხშირად ვნატრობ სივრცებში უხორცო ნავარდს, არ მინდა
სითბო, არც სიცივე, არც სველი მოლი
და არც სურნელი გაზაფხულისაა...მხოლო ღიმილი შენი ტუჩების და ვერას მავნებს უგრძნობლობა, სიჩუმე და სრული უკუნი, მხოლოდ თვალების სულ სხვა სხივით შეეხე ჩემს გულს და გეფიცები ჯოჯოხეთის ცეცხლსაც ჩააქრობს ეს სიყვარული“ჩემი ხელები
დაკაწრავენ მდუღარე კედლებს, აიზბერგივით ვიტივტივებ წითელ ლავაზე და მზესავით დაგეკიდები მშვენიერ ყელზე, რომ დავიღვენთო, დავიფერფლო ვარდისფერ მკერდზე.
ნავარდობს სული სივრცეებში სულ მთლად შიშველი, ხორცი ყორნებმა დაგლიჯეს უკვე და სანამ გულსაც ამომგლეჯდეს შავი ნისკარტით სულ სხვა სხივები მომანათე და მერე
იქნებ თავს უშველოს ამ შობის ღამემ, იქნებ განათდეს ზეცა
ლოცვებით და შენს კალთაზე ჩამობერტყოს ეს ვარსკვლავები თვალისმომჭრელად რომ ციაგებენ მოწმენდილ ცაზე.
ა.ვ.