x
image
ხიზანიშვილი
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები
image- მე მინდა შემოგთავაზოთ რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობები, თარიღების მიხედვით და მინდა დავაფიქსირო ჩემი აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით:

- 1491 წელი - კახეთის მეფე ალექსანდრე პირველი ივანე მესამეს სთხოვს მუსლიმი დამპყრობლების წინააღმდეგ დახმარებას. მოსკოვის მთავრობამ უარყო კახეთის მეფის თხოვნა.

1589 წელი - რუსეთის მეფეები აიმედებენ ალექსანდრე მეორეს და ჰპირდებიან სამხედრო დახმარებას, სანაცვლოდ კახეთის მეფეს სთხოვენ რუსეთის მეფისთვის ერთგულების ფიცის მიცემას. ალექსანდრე მეორემ ერთგულების ფიცი დადო, მაგრამ სანაცვლოდ ვერაფერი მიიღო.

- 1722 წელი - ვახტანგ მეექვსესა და და პეტრე პირველს შორის შეთანხმება დაიდო. რუსეთის ნდობამ ქართლის სამეფო მარტო დატოვა ოსმალეთის პირისპირ.


- 1783 წელი - "გეორგიევსკის ტრაქტატი". არ შესრულდა

- 1801 წელი - საქართველოს ანექსია.

- 1811 წელი - საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება.

- 1918 წელი - საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

- 1920 წელს - 7 მაისს საქართველოსა და რუსეთს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც რუსეთმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა.

- 1921 წელი - რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია

- 1921-1991 წლები - გასაბჭოებული საქართველო: რეპრესიები, ეკლესიების ნგრევა, მასობრივი დახვრეტები, ქართული ენის წართმევის მცდელობა, 9 აპრილი.

- 1991 წელი - რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება.

- 1991-1993 წლები - რუსეთის მიერ წართმეული აფხაზეთი და სამაჩაბლო.

- 2006 წელი - რუსეთის ემბარგო, დეპორტაცია.

- 2008 წელი - აგვისტოს ომი

2012 წელი - საქართველოს ხელისუფლება კვლავ იწყებს ოცნებას რუსეთთან მოლაპარაკებაზე.


"რუსეთთან დადებული ხელშეკრულება ღირს ზუსტად იმდენი, რაც ქაღალდი, რომელზეც იგი არის დაწერილი" - სერ უინსტონ ჩერჩილი


- მე პირადად ვეთანხმები ჩერჩილის ამ სიტყვებს და მიმაჩნია, რომ არ უნდა დავუშვათ კვლავ გავხდეთ რუსეთზე დამოკიდებული, რადგან ეს ის ერია, რომლის ნდობაც ყველაზე ნაკლებად შეიძლება და ამას ისტორიაც ადასტურებს.

0
418
5-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
418
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0