სხვა პლატონი და არისტოტელე 2013, 5 იანვარი, 20:44 პლატონი და არისტოტელე იყვნენ გამოჩენილი ბერძენი მოაზროვნეები, რომლებმაც მომდევნო თაობებს დაუტოვეს მსოფლიოს აღქმის თავისებური ხედვა. იგი შემდგომ საფუძვლად დაედო იმ დარგის ჩამოყალიბებას, რომელსაც დღეს ფილოსოფიის სახელით მოვიხსენიებთ.
პლატონი დაიბადა ათენში, როგორც თავისუფალი მოქალაქე, დაახლოებით ძვ.წ. 429 ან 427 წელს. მისი ოჯახი საკმაოდ შეძლებული იყო და ათენის უკანასკნელ სამეფო ოჯახს ენათესავებოდა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, მისი ნამდვილი სახელი არისტოკლე უნდა ყოფილიყო, ხოლო პლატონი მისი დანადობისა და მხრების სიფართოვის გამო, ზედმეტსახელად დაერქვა. ![]() პლატონმა ჩამოაყალიბა გარკვეული გეომეტრიული და მათემატიკური ფორმები. მაგალითად, რა არის სამკუთხედი? ეს არის სამი გვერდის მქონე ფიგურა, რომლის შიდა კუთხეების ჯამი 180გრადუსს უდრის. თუმცა, თუ ხელით მოვხაზავთ სამკუთხედს, მას ექნება თავისი დეფექტები, ის არ იქნება სრულყოფილი - განსაზღვრება კი სრულყოფილ სამკუთხედს მოისაზრებს. ასეთი სრულყოფილი ცნებები, რომლებიც ზოგჯერ აბსტრაქტულად და არარეალურად გვეჩვენება, პლატონის აზრით, ერთადერთ რეალობას წარმოადგენენ. რა შეითვისა პლატონმა თავისი დროის პოლიტიკისაგან? - იმედი და უიმედობა. მის ბავშვობაში ზოგიერთი ამბიციური პოლიტიკოსის ალოგიკურმა გამოსვლამ ათენი პელოპონესის ომამდე მიიყვანა. შედეგად, დემოკრატიის დანგრევის შემდეგ პლატონს იმედი მიეცა, რომ "ოცდაათი ტირანის" ოლიგარქიული რეჟიმი წარმატებას მოიტანდა. თუმცა მათმა ტერორის პოლიტიკამ ახალგაზრდა მოაზროვნეს რწმენა დაუკარგა. ახალი იმედი გაჩნდა ძვ.წ. 399 წელს ახალი სასამართლო კოდექსის მიღებისთანავე, თუმცა სულ მალე ამ კოდექსის მიხედვით გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს პლატონის დიდი მეგობარი და მასწავლებელი - სოკრატე. იმედგაცრუებულმა პლატონმა შემდეგი სიტყვები თქვა: "პოლიტიკური სიტუაცია არ გამოსწორდება მანამ, სანამ ფილოსოფოსები მმართველთა ფილოსოფიის მმართველები არ გახდებიან." პლატონმა სოკრატესგან მემკვიდრეობით მისი მანტია მიიღო. სოკრატეს სიკვდილის შემდეგ პლატონმა ბევრი იმოგზაურა და ისწავლა, ხოლო ათენში დაბრუნებისთანავე დააარსა ცნობილი ფილოსოფიური სკოლა, რომელიც ბაღის აკადემიის სახელითაცაა ცნობილი. აკადემიის შესასვლელში ეწერა: "მათემატიკის ცოდნა აუცილებელია." პლატონმა აქ შემდგომი 20 წელიწადი გაატარა, ასწავლიდა სტუდენტებს და ქმნიდა ახალ ნამუშევრებს, ამ დროის ნამუშევრებიდან ყველაზე ცნობილია "რესპუბლიკა, " რომელშიც ავტოორი აღწერს იდეალურ სახელმწიფოს, რომლის სათავეშიც ფილოსოფოსთა მკაცრი ჯგუფი, ასევე მკაცრი მეომართა ჯგუფი და უმრავლესობა დგას. ცხოვრების ბოლო წლები პლატონმა ათენში, თავის აკადემიაში გაატარა. ზოგიერთი წყაროს თანახმად, იგი გარდაიცვალა ძვ.წ. 348 ან 347 წელს, როდესაც ცდილობდა, დაესრულებინა ნაშრომი "კანონები." პლატონის აკადემიის მოსწავლეებს შორის ყველაზე ცნობილია არისტოტელე, რომელიც სასწავლებლის მომავალი ხელმძღვანელის საუკეთესო კანდიდატურას წარმოადგენდა. იგი დაიბადა ძვ.წ.384 წელს საბერძნეთის ჩრდილოეთით მდებარე მაკედონიის ქალაქ სტაგირაში. არისტოტელეს მამა, ნიკომაქე, ალექსანდრე მაკედონელის კარზე ექიმად მსახურობდა. მედიცინა ხშირად ოჯახურ საქმეს წარმოადგენდა და სწორედ მამის წყალობით გაუჩნდა არისტოტელეს ბიოლოგიისა და მედიცინის შესწავლის ინტერესი. 17 წლის არისტოტელეს მამა გარდაეცვალა, რის შემდეგაც იგი ათენში მიემგზავრება და სწავლას იწყებს ![]() ![]() ბოლოს კი შემოგთავაზებთ არისტოტელესა და სოკრატეს რამდენიმე ციტატას: "ყველას მეგობარი არავის მეგობარი არ არის." (არისტოტელე) "განათლებული ადამიანი გაუნათლებელისაგან იმდენად განსხვავდება, რამდენადაც ცოცხალი კაცი გარდაცვლილისაგან." (არისტოტელე) "გონების განათლება, გულის განათლების გარეშე, საერთოდ არ არის განათლება." (არისტოტელე) "შენ ვერაფრის გაკეთებას შეძლებ ამქვეყნად გამბედაობის გარეშე. ღირსების შემდეგ გამბედაობა გონების ყველაზე დიდი თვისებაა." (არისტოტელე) "ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე - არაფერია." (სოკრატე) "მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის." (სოკრატე) 4607 6-ს მოსწონს
|