სხვა უბედური შემთხვევა თბილისში 2013, 5 იანვარი, 14:32 გუშინ, ღამის პირველ საათზე უბედური შემთხვევა მოხდა ნუცუბიძის ერთ-ერთ მიკრორაიონში. მეთორმეტე სართულიდან გადმოვარდა 35 წლის ქალბატონი. მეზობლებს ჯერ გადმოვარდნის ხმა შემოესმათ, ხოლო შემდეგ ყვირილის. დაზარალებულის დედა შველას ითხოვდა. სასწრაფო დახმარების მანქანები დროულად მივიდნენ ადგილზე, მაგრამ ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. მეზობლები გარდაცვლილის ოჯახს დადებითად ახასიათებენ. 415 6-ს მოსწონს
|