2012 წლის ყველაზე ყბადაღებული ღალატები.
კრისტენ სტიუარტი-რობერტ პატინსონი.-კრისტენი ფილმ "" ფიფქია და მონადირე"-ს გადაღების დროს ცოლიან რეჟისორს, რუპერტ სანდერსს ჩაუხტა ლოგინში, ამბავი გახმაურდა, რის გამოც რობერტმა მათი საერთო სახლი მიატოვა.საბოლოოდ პატინსონმა კიდევ ერთი შანსი მისცა თავის გზააბნეულ შეყვარებულს.
ჯონი დეპი-ვანესა პარადი.-ჰოლივუდის ქალთა გულთამპყრობელი-ჯონი დეპი დიდხანს უარყოფდა იმას, რომ მეუღლესთან რაიმე პრობლემები აქვს, თუმცა მალე ყველაფერი აშკარა გახდა, მსახიობმა მიატოვა 2 შვილის დედა და ქერათმიან ლამაზმან ემბერ ჰერდთან ერთად დაიწყო ცხოვრება.
ქრიშტიანუ რონალდუ-ირინა შეიკი-ბევრი ამ წყვილს იდეალურად მიიჩნევდა, მაგრამ ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც ფეხბურთელმა რომანი გააბა ბავშვობის მეგობარ, ტელეწამყვანთან-რიტა პერეიერასთან.ირინამ გადაწყვიტა მასთან ურთიერთობა გაეწყვიტა, თუმცა მათ ერთად შესძლეს კრიზისის დაძლევა.

ჰაიდი კლუმი-სილი-7 წლიანი ქორწინების და 3 შვილის ყოლის შემდეგ მოდელი და მომღერალი დაშორდნენ.ჰაიდიმ სილის პირად მცველთან უღალატა.რქებდადგმული სილი გაცოფებამდე მივიდა.მართალია მას შემდეგ კლუმმა პირადი მცველი მარტინ კირსტენი მოხსნა სამსახურიდან, თუმცა მათ მაინც ხშირად ხედავენ ბავშვებთან ერთად მოსეირნეებს.