საზოგადოება როგორი იქნება გველის 2013 წელი 2012, 31 დეკემბერი, 11:03 გველის წელიწადი მოახლოვდა, რამდენიმე საათში დრაკონს გველი ჩაანაცვლებს. გველის წელიწადი მაინდამაიც არ ხიბლავს საზოგადოების დიდ ნაწილს. წინა წლებში თუ ყველგან იყიდებოდა სათამაშო ცხენი, მამალი, ვეფხვი, წელს სათამაშო გველს ნაკლებად ვიხედებით გასაყიდად. გველის წელი (1905, 1917, 1929, 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013) აქტიური და ენერგიული მოქმედებების წელიწადია. თუმცა მოსალოდნელი შეცდომების მინიმუმამდე შესამცირებლად წინდახედულებისა და სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. ამ წელს რიგ ქვეყნებს შორის დიდი იქნება არა მხოლოდ დიპლომატიური კავშირის გაწყვეტისა და პროვოკაციების, არამედ შეიარაღებული დაპირისპირების ალბათობა. ასტროლოგები 2013-ში სიფრთხილის გამოჩენას გვირჩევენ. გველს არ უყვარს შეუსრულებელი დაპირებები, ტყუილები. ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეული ნაბიჯი ზუსტად გავთვალოთ. კარგი იქნება თუ გეგმის მიხედვით იმოქმედებთ და ქმედებებს ზუსტად განსაზღვრავთ. აუცილებელია შეურიგდეთ ყველას-საყვარელ ადამიანს, ოჯახის წევრებს და მეგობრებს-თუკი ვინმესთან ცუდი ურთიერთობა გქონდათ და ნაჩხუბარი იყავით, რადგან გველს არ უყვარს სკანდალები და იგი უპირატესობას ანიჭებს სიმშვიდეს და სტაბილურობას, ამიტომ დაივიწყეთ ყველანაირი წყენა და გადადგით პირველი ნაბიჯი. საახალწლო სუფრა აუცილებლად უნდა იყოს ლამაზი ქსოვილისგან, არანაირი მყვირალა ფერები. იდეალური იქნება, თუ საახალწლო სუფრას ბროლით და ფაიფურის ჭურჭლით გააწყობთ. მნიშვნელოვანია, რომ ნაძვის ხე არ იყოს გადატვირთული. გველის წელიწადისთვის იდეალური იქნება, თუ ნაძვის ხეს ერთ ფერში მორთავთ. ძირითადი ფერები გველის წელიწადში-შავი, ნაცრისფერი, ლურჯი, ცისფერი და მწვანე. გარდა ამისა, გველს უყვარს ოქროსფერი და ვერცხლისფერი, ხოლო წითელ ფერს ჩინური ტრადიციის მიხედვით ყოველთვის მოაქვს ბედნიერება, ამიტომ წითელი ყოველთვის აქტულურია. 269 2-ს მოსწონს
|