x
image
აკაკი79
ღამის ფიქრები
უცნაური ცააა..

ნელა ეშვება სიბნელე სევდიან ქუჩებში და ჩემს ფანჯრებთან მუხლს იდრეკს მშფოთვარე დღე. მინაზე დაორთქლილი გული ფორმას კარგავს და ცრემლებივით ეშვება ორი წვეთი ჩემი გაყინული ხელისკენ.

სიყვარულიი...

ვერვინ დაამტკიცებს რომ ადამიანები საერთოდ იმსახურებენ ამ გრძნობას, სხვა არ ვიცი მაგრამ ვინც სიგიჟემდე მიყვარდა, ვისთვისაც მზად ვიყავი ჟოჟოხეტი გამევლო და დამწვარი ხელებიტ ამომეგლიჯა ნატანჯი გულიმ ვისაც მტელ სიცოცხლეს დაუთმობდი ნამდვილად არ არის ასეთი გულრწფელი სიყვარულის ღირსი.


გვიან ხვდებიან უამრავნი თუ რამხელა რამ დაკარგეს, ხვდებიან მაგრამ რაღა დროს, სინანული მხოლოდ იმაში შველით რომ ახსოვდეთ ისევ ცოცხლები არიან, მკვდარ სხეულებს დაათრევენ და თუ რამ არის მათში ცოცხალი ეს ის წუთებია როცა მხურვალე ტუჩები უკოცნიდათ მკერდს.

მე ახლა ვხვდები რაოდენ დიდი ცხოველია ჩემში, უფრო სწორედ როგორი ციცქნაა ის რაც ადამიანს ქმნის, ის გულის ნაწილია რომელმაც უამრავი ტანჯვა გადაიტანა, ზოგიერთებმა კი უარი თქვეს მასზე, ცხოველობა ხომ გაცილებით იოლია.

სიყვარულთან ყველა ჩემსავით მარცხდება და ნუ შეგაშფოთებთ ეს დაე სიყვარულმა გაიმარჯვოს მარად. სულ ტყუილი სიტყვებია, უფრო სწორედ ცარიელი, უშინაარსო, არ შემიძლია, ვერ მოვახერხე მეცოდება ასეთი ადამიანები, რადგან დღეს სიყვარულმა აჯობა ჩემში სიძულვილს.

დამარცხდა სხული, ზეიმობს სული.

უკვე მებრალება, ძალიან მებრალება მაგრამ აგარ შემიძლია უკან დავაბრუნო ეს დღე რომელიც ჩემს თვალწინ ჩაქვრა.

საერთოდ გადამეტებულს ვერ იტანენ ადამიანები, ვერ უგებენ თუნდაც სიყვარულს და სისუსტედ აღიქვავენ შენს მუდარანარევ ქმედებებს, იმ წამს ცოცხლდება ამპარტავნება და ეშმაკიც ამსხვრევს ადამიანების ყველაზე მყარ ერთსულოვნებას სიყვარულს.

ასე ვერ აიტანა ვერც ცხოვრებამ და ვერც მან ჩემი გიჯური სიყვარული დაა...

თხელი გუფკასავით იწელება უვარსკვლავო ცა, სუსტი სიო უხალისოდ ათამაშებს დეკემბრის უკანასკნელ ფოთლებს და ჩემი სულიც მისდევს ლანდებს უმისამართოდ, რომლებსაც ხელოვნირი შუქი ქმნის ახლად დაყენებული ლამპიონებიდან.


ა.ვimage






0
34
შეფასება არ არის
ავტორი:აკაკი79
აკაკი79
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0