კინო ნატალი პორტმანმა მოლოდინს გადააჭარბა 2012, 27 დეკემბერი, 19:52 ცნობილი ჟურნალი Forbes წერს, რომ ნატალი პორტმანი ჰოლივუდში ყველაზე შემოსავლიან მსახიობად აღიარეს. მიუხედავად იმისა, რომ 31 წლის მსახიობი არც ისე ხშირად მონაწილეობს ფართომაშტაბიან პროექტებში, გამოცემის თანახმად, ბოლო სამი წლის განმავლობაში, მსახიობისათვის გადახდილ ყოველ დოლარზე კინოსტუდიები დაახლოებით 42, 7 დოლარს იგებენ.
ასეთი კომერციული წარმატება ნატალი პორტმანს მოუტანა ფილმებმა “შავი გედი“ და „უფრო მეტი, ვიდრე სექსი“. "შავმა გედმა" პორტმანს ოსკარიც კი შესძინა, ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის. ფილმის ბიუჯეტი სულ რაღაც 13 მილიონი დოლარი იყო, სამაგიეროდ, კინოსტუდიამ 327 მილიონი დოლარი მიიღო შემოსავლების სახით. ჟურნალი Forbes აქვეყნებს ასევე ფილმის "უფრო მეტი, ვიდრე სექსი" ბიუჯეტსაც, რომელიც მისი მონაცემებით, 25 მილიონ დოლარს შეადგენდა. თუმცა პროექტმა 150 მილიონი დოლარის მოგება მოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ნატალი პორტმანი საკმაოდ ზომიერია და ფილმებში მონაწილეობისათვის არ ითხოვს მაღალ ჰონორარებს, იგი საკმაოდ მოთხოვნადი და მომგებიანი მსახიობია კინოსტუდიებისათვის. ჟურნალის მონაცემებით, კომერციულად წარმატებულ მსახიობ ქალებს შორის მეორე ადგილზე კრისტენ სტიუარტი გავიდა, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ფილმ-საგაში „ბინდი“. 125 3-ს მოსწონს
|